გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ბილ გეითსმა ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღო

ნახვები: 312 ბილ გეითსმა ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღო

კომპანია „მაიკროსოფთის“ დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბილ გეითსმა ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებით საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა აიღო.

ამის შესახებ განცხადებას ბილ გეითსის ფონდი ავრცელებს.

საქველმოქმედო ჯგუფის წარმომადგენლებმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს, რაც „უოლ სთრით ჯორნალმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბილ გეითსმა თანამშრომლებს ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების გამო ბოდიში მოუხადა.

„უოლ სთრით ჯორნალის“ თანახმად, გეითსმა თანამშრომლებს უთხრა, რომ დიდი შეცდომა იყო ეპშტეინთან დროის გატარება და გეითსის ფონდის ხელმძღვანელების სექსუალურ დამნაშავესთან შეხვედრებზე მიოყვანა. სტატიაში მოყვანილია გეითსის მიერ საქველმოქმედო შეხვედრაზე გაკეთებული კომენტარების ჩანაწერი.

„ბოდიშს ვუხდი სხვა ადამიანებს, რომლებიც ამაში ჩაერთნენ ჩემ მიერ დაშვებული შეცდომის გამო. მე არაფერი უკანონო არ გამიკეთებია. არაფერი უკანონო არ მინახავს“, – განუცხადა გეიტსმა თანამშრომლებს.

სტატიის მიხედვით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის (DOJ) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში მითითებულია, რომ გეითსი და ეპშტეინი ფინასისტის პირველი დაპატიმრების შემდეგ ერთმანეთს არაერთხელ შეხვდნენ, რათა განეხილათ Microsoft-ის (MSFT.O) დამფუძნებლის საქველმოქმედო საქმიანობის გაფართოება.

იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები ასევე მოიცავს გეითსის ფოტოებს, სადაც ის პოზირებს ქალებთან ერთად, რომელთა სახეებიც დაშიფრულია. გეითსმა ადრე მედიასთან განაცხადა, რომ ეპშტეინთან მისი ურთიერთობა მხოლოდ ქველმოქმედებასთან დაკავშირებული დისკუსიებით შემოიფარგლებოდა.

ამასთან, მედიის ცნობით, ცოტა ხნის წინ გეითსის ფონდმა განაცხადა, რომ მათი მხირდან ეპშტეინისთვის არანაირი ფინანსური გადახდა არ განხორციელებულა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა