მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა
Putin “not very happy” about Ukraine’s recent gains – Rutte
ნანუკა ჟორჟოლიანი - აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები, აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს
Zelensky confirms Ukrainian strike on Russia's Yaroslavl oil refinery
Zelensky: Russia has lost over 145,000 troops in Ukraine war since start of year
War update: 253 combat clashes on front line over past day, fiercest fighting in Pokrovsk sector

მიხეილ სააკაშვილი - მე მაქვს უფლება, უკრაინულად ვილაპარაკო, რადგან მე ვარ უკრაინის მოქალაქე

23.02.2026 ნახვები: 320

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე სიტყვით გამოსვლა უკრაინულ ენაზე დაიწყო.

„როგორც უკრაინის მოქალაქემ და უკრაინის პატრიოტმა, მინდა, ჩემი პოზიცია გამოვთქვა, უფრო სწორად ამ საკითხზე ვისაუბრო ჯერ უკრაინულად და შემდეგ ქართულად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

აღნიშნულის შემდეგ მოსამართლემ სააკაშვილს საუბარი შეაწყვეტინა და მოუწოდა, ქართულად ელაპარაკა.

„მე ვარ უკრაინის მოქალაქე და მაქვს ამის უფლებას. მე მაქვს უფლება, უკრაინულად ვისაუბრო, უცხო ქვეყნის მოქალაქე ვარ“.

მტრის წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება. აღარ უნდა გვქონდეს ცალ-ცალკე პრიორიტეტები, როცა საქმე ეხება მტერთან ბრძოლას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც საბოტაჟის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ერთადერთი გზა არის ბრძოლა.

„ახლა ამ საბოტაჟის წინააღმდეგ ჩვენ გვჭირდება ყველას გაერთიანება. ვიცი, რომ ზოგიერთი ამბობს, ჩვენ ცალკე გვინდა, ცალკე პროექტი გვინდა. ამას პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ამოვიდეთ იქიდან, საბოტაჟის გამტარებლები არიან თუ არა მტრები? მტრები თუ არიან, მაშინ მტრის წინააღმდეგ მხოლოდ გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება. ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი, საუბარია იმაზე, რომ აღარ უნდა გვქონდეს ცალ-ცალკე პრიორიტეტები, როცა საქმე ეხება მტერთან ბრძოლას.

ზოგიერთი მსახიობი თვითონ დასდევდა აქციაზე და ჩემს სურათებს ართმევდა პროტესტანტებს. სურათს როცა ართმევ პროტესტანტებს, ძნელია, შენ როცა გჭირდება, ისინი მოვიდნენ დასახმარებლად. საქართველოში ძალიან, ძალიან ბევრი მხარდამჭერი მყავს. რა თქმა უნდა, ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას ვითხოვ მთელი გულით, მაგრამ რატომ აღმოჩნდა ასე ცოტა? რადგან მანამდე ჩემს სურათებს დასდევდნენ. ასე ერთიანობა აღარ გამოვა. ერთიანობა არის ის, როცა ჩვენ, ყველანი გვერდზე გადავდებთ ძველ წყენას და შეგვეძლება ერთად ბრძოლა. ერთადერთი გზა არის ბრძოლა. უახლოეს კვირებში ყოფა ეტირება ირანის დიქტატურას, რაც ძალიან დაასუსტებს რუსეთს. ეს იმათ უნდა იკითხოთ, ვისაც გასაქცევი აღარსად გექნებათ. ამიტომ მინდა, ყველამ ვიცოდეთ, რომ ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, უნდა შევაკვდეთ და ესენი არ უნდა დარჩნენ ხელისუფლებაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა