მიტროპოლიტი თეოდორე რუსეთის პატრიარქ კირილს: ჩვენთვის მიუღებელია მათი აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია – არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით
მეუფე იობი: ილია მეორე წუხდა, რატომ არ მეკითხებიან ქვეყნის საკითხებზე და რატომ არ ვარ უშიშროების საბჭოს წევრიო
EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - რუსეთის იმპერიული ამბიციები მთელი ევროპისკენაა მიმართული

ნახვები: 341 ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი - რუსეთის იმპერიული ამბიციები მთელი ევროპისკენაა მიმართული

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრის რუბენ ბრეკელმანსის განცხადებით, რუსეთის აგრესია მთელ ევროპის კონტინენტს უქმნის საფრთხეს.

„ყველამ უნდა ვაღიაროთ, რომ ერთი და იმავე რუსული აგრესიის წინაშე ვდგავართ - და რუსეთის იმპერიული ამბიციები უკრაინით არ მთავრდება და მთელი ევროპისკენაა მიმართული. ისინი არა მხოლოდ გავლენის სფეროს აღდგენას ცდილობენ, არამედ დანარჩენი ევროპის დასუსტებას და ჩვენს გაყოფას ჰიბრიდული მეთოდების გამოყენებით“, - აღნიშნა ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა.

ბრეკელმანსის თქმით, უკრაინა ამჟამად მთელი კონტინენტის თავისუფლებას იცავს და ამისთვის ყველაზე მაღალ ფასს იხდის. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპული ქვეყნები უკრაინელების მადლიერები უნდა იყვნენ და არა პირიქით.

ბრეკელმანსის თქმით, ნიდერლანდების ახალი მთავრობა გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას და მომდევნო რამდენიმე წელზე გავლილი შესაბამისი თანხები უკვე გამოყოფილია სახელმწიფო ბიუჯეტში.

„ამიტომ, უკრაინას შეუძლია მომდევნო წლებში ნიდერლანდების იმედი ჰქონდეს და რუსეთს შეუძლია დაინახოს, რომ უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია“, - აღნიშნა ბრეკელმანსმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა