ანდრო ჭიჭინაძე - მეც ვტოვებ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრს - არასწორ და რთულ სფეროს ებრძვით, „მეგობრებო“
საბოტაჟის საქმეზე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, ჩამოერთვა პასპორტი და პირადობის მოწმობა
ფრიდრიხ მერცი - უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ უფრო ეფექტური იყო, ვიდრე ამას ხშირად წარმოაჩენდნენ
მიხეილ სააკაშვილი - მე მაქვს უფლება, უკრაინულად ვილაპარაკო, რადგან მე ვარ უკრაინის მოქალაქე
ზრდა რისკებს შორის: როგორ მოქმედებს საგარეო პოლიტიკა საქართველოს ეკონომიკაზე
კაია კალასი - რუსეთს ბევრი ტერიტორია აქვს ოკუპირებული, როცა საქმე ეხება საქართველოს, მოლდოვას - გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად მათ უნდა გაიყვანონ ძალები ყველა იმ მიწიდან, სადაც ამჟამად იმყოფებიან
War update: 130 clashes on front line over past day, more than half of them in Pokrovsk and Huliaipole sectors
Russia's war casualty toll in Ukraine up by 720 over past day

ვოლოდიმირ ზელენსკი - წავაგებთ? რა თქმა უნდა, არა, რადგან ჩვენ ვიბრძვით უკრაინის დამოუკიდებლობისთვის.

23.02.2026 ნახვები: 215

წავაგებთ? რა თქმა უნდა, არა, რადგან ჩვენ ვიბრძვით უკრაინის დამოუკიდებლობისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა ომს გამარჯვებული დაასრულებს.

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინმა უკვე დაიწყო მესამე მსოფლიო ომი და ერთადერთი პასუხია ინტენსიური სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლა, რათა მან უკან დაიხიოს.

„მე მჯერა, რომ პუტინმა უკვე დაიწყო ეს. კითხვა ისაა, თუ რამდენი ტერიტორიის დაკავებას შეძლებს და როგორ შევაჩეროთ. რუსეთს სურს, მსოფლიოს თავს მოახვიოს ცხოვრების განსხვავებული წესი და შეცვალოს ის ცხოვრება, რომელიც ხალხმა თავად აირჩია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, გონივრულია თუ არა რუსეთის მოთხოვნა, რომ უკრაინამ გადასცეს დონეცკის ის ტერიტორია, რომელსაც უკრაინა ჯერ კიდევ ფლობს, თუ ეს ცეცხლის შეწყვეტას გამოიწვევს, ზელენსკიმ უპასუხა, რომ ამ საკითხს სხვაგვარად უყურებს.

„მე ამას როგორც უბრალოდ მიწას არ ვუყურებ. მე ამას მიტოვებად აღვიქვამ – ჩვენი პოზიციების შესუსტებად, იქ მცხოვრები ასობით ათასი ადამიანის მიტოვებად. ასე ვხედავ მე ამას. და დარწმუნებული ვარ, რომ ეს „გასვლა“ ჩვენს საზოგადოებას გახლეჩს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, „განა ეს კარგი ფასი არ არის, თუ ეს პრეზიდენტ პუტინს დააკმაყოფილებს? ფიქრობთ, რომ ეს მას დააკმაყოფილებს?“, ზელენსკიმ უპასუხა, რომ მისი აზრით, პუტინს ეს გარკვეული პერიოდით დააკმაყოფილებს, თუმცა რუსეთის პრეზიდენტს ომის გაგრძელება სურს.

„ეს ალბათ მას გარკვეული ხნით დააკმაყოფილებს. მას პაუზა სჭირდება. მაგრამ როგორც კი გამოჯანმრთელდება, ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამბობენ, რომ ამას შეიძლება, სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდეს. ჩემი აზრით, მას შეუძლია, გამოჯანმრთელება არაუმეტეს რამდენიმე წლისა. სად წავა ის შემდეგ? ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ის, რომ მას ომის გაგრძელება სურს, ფაქტია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რომ თეთრი სახლის გარეთ ბევრი ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ უკრაინას არ შეუძლია ომის მოგება და მოსკოვისთვის დათმობების გარეშე, წააგებს ომს, მისი აზრით, მართალი იყვნენ თუ არა ტრამპი და სხვები, ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინა არ წააგებს.

„სად ხართ ახლა? დღეს თქვენ კიევში ხართ, თქვენ ჩვენი სამშობლოს დედაქალაქში ხართ, თქვენ უკრაინაში ხართ. ამისთვის ძალიან მადლიერი ვარ. წავაგებთ? რა თქმა უნდა, არა, რადგან ჩვენ ვიბრძვით უკრაინის დამოუკიდებლობისთვის. რა თქმა უნდა, გამარჯვება ნიშნავს უკრაინელებისთვის ნორმალური ცხოვრების აღდგენას და მკვლელობების დასრულებას. მე მჯერა, რომ პუტინის შეჩერება დღეს და უკრაინის ოკუპაციის თავიდან აცილება მთელი მსოფლიოს გამარჯვებაა, რადგან პუტინი უკრაინაზე არ გაჩერდება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა გამარჯვება მთელი მიწის დაბრუნებას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ამას გააკეთებს.

„ჩვენ ამას გავაკეთებთ. ეს აბსოლუტურად ნათელია. ეს მხოლოდ დროის საკითხია. დღეს ამის გაკეთება უზარმაზარი რაოდენობის ადამიანების, მილიონობით ადამიანის დაკარგვას ნიშნავს, რადგან რუსეთის არმია დიდია და ჩვენ გვესმის ასეთი ნაბიჯების ფასი. საკმარისი ხალხი არ გეყოლებათ, მათ დაკარგავთ. და რა არის მიწა ხალხის გარეშე? სიმართლე გითხრათ, არაფერი. ჩვენ ასევე არ გვაქვს საკმარისი იარაღი. ეს არამხოლოდ ჩვენზე, არამედ ჩვენს პარტნიორებზეც არის დამოკიდებული. ასე რომ, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია, მაგრამ 1991 წლის სამართლიან საზღვრებში დაბრუნება, ეჭვგარეშეა, რომ არამხოლოდ გამარჯვებაა, არამედ სამართლიანობაც. უკრაინის გამარჯვება ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნებაა, ხოლო სამართლიანობის გამარჯვება მთელი მსოფლიოსთვის ჩვენი ყველა მიწის დაბრუნებაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, ჟურნალისტმა უკრაინის პრეზიდენტს ტრამპის ხშირად წინააღმდეგობრივი განცხადებების შესახებ ჰკითხა, კერძოდ, იმ განცხადების შესახებ, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა ზელენსკის დიქტატორი უწოდა და ასევე შეიძლება თუ არა მისი დაპირების ნდობა უსაფრთხოების გარანტიების კუთხით, რადგან ტრამპი ხშირად იცვლის აზრს.

„მე დიქტატორი არ ვარ და ომი მე არ დამიწყია, სულ ეს არის. საქმე მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს არ ეხება, ჩვენ ამერიკაზე ვსაუბრობთ. ჩვენ ყველანი შესაბამისი ვადით ვართ პრეზიდენტები. მაგალითად, ჩვენ გვინდა გარანტიები 30 წლის განმავლობაში. პოლიტიკური ელიტები შეიცვლებიან, ლიდერები შეიცვლებიან. კონგრესი საჭიროა. იმიტომ, რომ პრეზიდენტები იცვლებიან, მაგრამ ინსტიტუტები რჩებიან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, ხელახლა იყრის თუ არა კენჭს, როდესაც არჩევნები ჩატარდება.

„შეიძლება, ვიყარო კენჭი და შეიძლება – არა. თუ ეს ომის დასრულების პირობაა, მოდით, გავაკეთოთ ეს. მე ვუთხარი: „გულწრფელად რომ ვთქვათ, თქვენ მუდმივად აყენებთ არჩევნების საკითხს“. პარტნიორებს ვუთხარი: „ერთი რამ უნდა გადაწყვიტოთ: გსურთ ჩემი მოშორება თუ არჩევნების ჩატარება? თუ გსურთ არჩევნების ჩატარება (მაშინაც კი, თუ ახლაც არ ხართ მზად, რომ გულწრფელად მითხრათ), მაშინ ეს არჩევნები პატიოსნად ჩაატარეთ. ჩაატარეთ ისე, რომ პირველ რიგში უკრაინელმა ხალხმა აღიაროს. თქვენ თვითონ უნდა აღიაროთ, რომ ეს ლეგიტიმური არჩევნებია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დღეს ყველაზე რთული პრობლემა საჰაერო თავდაცვაა.

„დღეს საჰაერო თავდაცვა ყველაზე რთული პრობლემაა. სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორები ჯერ კიდევ არ გვაძლევენ ლიცენზიებს, რომ თავად ვაწარმოოთ სისტემები, მაგალითად „პეტრიოტის“ სისტემები, ან თუნდაც რაკეტები იმ სისტემებისთვის, რომლებიც უკვე გვაქვს. ჯერჯერობით, ამაში წარმატებას ვერ მივაღწიეთ. არ ვიცი, რატომ არ აკეთებენ ამას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ჟურნალისტის კითხვაზე, საჭირო იყო თუ არა უკრაინაში კიდევ უფრო ხანგრძლივი ომისთვის მომზადება, უკრაინის პრეზიდენტმა უარყოფითად უპასუხა.

„არა, არა, არა, ეს ორი პარალელური გზაა. თქვენ ჭადრაკს ბევრ ლიდერთან თამაშობთ და არა რუსეთთან. ერთი სწორი გზა არ არსებობს. თქვენ უნდა აირჩიოთ ბევრი პარალელური ნაბიჯი, პარალელური მიმართულება. და ამ პარალელური გზებიდან ერთ-ერთი, ვფიქრობ, წარმატებას მოიტანს. ჩვენთვის წარმატება პუტინის შეჩერებაა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა