გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

აშშ-ში მოსალოდნელი ზამთრის შტორმის გამო, რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ნახვები: 331 აშშ-ში მოსალოდნელი ზამთრის შტორმის გამო, რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

აშშ-ში მოსალოდნელი ზამთრის შტორმის გამო, რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ნიუ იორკში ყველა სკოლა დაიხურა, აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა, გაუქმებულია ფრენები, – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს კონექტიკუტმა, დელავერმა, ნიუ ჯერსიმ და როდ აილენდმა. დაახლოებით 35 მილიონი ადამიანი ზამთრის შტორმის გაფრთხილების ზონაშია.

კვირის მონაცემებით, 3 500-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, ასობით კი შეფერხდა. ნიუ იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ კვირას, ადგილობრივი დროით 21:00 საათიდან ორშაბათს 12:00 საათამდე სრული სატრანსპორტო აკრძალვა გამოაცხადა. დახურულია სკოლები, ყველა ქუჩა, გზატკეცილი და ხიდი ჩაკეტილია. მამდანიმ ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთ ადგილას 70 სანტიმეტრამდე თოვლის მოსვლაა მოსალოდნელი.

ნიუ ჯერსის გუბერნატორმა, მიკი შერილმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ავტობუსებისა და მეტროს მუშაობა შეაჩერა. მისი განცხადებით, „ეს შეიძლება, ყველაზე მძიმე ქარიშხალი იყოს 1996 წლის შემდეგ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა