ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

დონალდ ტრამპმა დამატებით 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფები გამოაცხადა

21.02.2026 ნახვები: 313

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ყველა ქვეყნისთვის 10%-იანი დროებითი გლობალური ტარიფები დააწესა, რომელიც ძალაში დაუყოვნებლივ შედის.

ახალი სატარიფო გეგმა ძალაში მომდევნო 150 დღის განმავლობაში იქნება.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი განმარტავს, უზენაესი სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება მას, ზოგადად, ტარიფების დაწესებას არ უზღუდავს, ის მოიცავს მხოლოდ კონკრეტული „საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების“ კანონის ფარგლებში ქვეყნებისთვის ტარიფების შემოღებას, რომლითაც 2025 წლის აპრილში მან მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანას დაუწესა ბეგარა.

როგორც დონალდ ტრამპი აღნიშნავს, ტარიფების დაწესებით მას სურს, დაიცვას ქვეყანა. შესაბამისად, ტრამპის განმარტებით, დღევანდელი 10%-იანი ტარიფები 1974 წლის სავაჭრო კანონის ფარგლებში ამოქმედდება.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპის მიერ დამატებითი 10%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ განცხადებას წინ უძღვოდა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული საგანგებო ტარიფების უკანონოდ ცნო. შეგახსენებთ, ტრამპმა სხვადასხვა ქვეყნისთვის 10%-იდან 49%-მდე ტარიფების დაწესების შესახებ 2025 წლის 3 აპრილს განაცხადა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა