გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ლევან ხაბეიშვილი - რომელ პარტიასაც წარმოვადგენ, მათ ვეტყვი: არასდროს ვიყოთ ვინმეს ხელშემშლელები, სადაც ერთიანობა იქნება, იქ ვიყოთ

ნახვები: 356 ლევან ხაბეიშვილი - რომელ პარტიასაც წარმოვადგენ, მათ ვეტყვი: არასდროს ვიყოთ ვინმეს ხელშემშლელები, სადაც ერთიანობა იქნება, იქ ვიყოთ

ვინც ამბობს, რომ ერთიანობა არ უნდა, თავი დავანებოთ, მათგან ზოგი ჩვენს საქმეს აკეთებს. არ გვინდა ერთმანეთის ლანძღვა, - ვინც ამბობს, რომ ერთიანობა არ უნდა, თავი დავანებოთ, მათგან ზოგი ჩვენს საქმეს აკეთებს. არ გვინდა ერთმანეთის ლანძღვა,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, „ყველას თავისი გზა აქვს".

„ჩემი სასამართლო არ მიმდინარეობს, მე სასამართლო პროცესზე მოვდივარ თქვენს სანახავად და განცხადებებისთვის. მე-7 თვეა სასამართლო პროცესები ინიშნება, მაგრამ ჩემი სასამართლო არ მიმდინარეობს.

მინდა ერთიანობის საკითხს გამოვეხმაურო. ბიძინამ [ივანიშვილმა] პარტიები გააუქმა და მოქალაქეებს აუქმებს. მძიმე საყურებელია. მე, რომელ პარტიასაც წარმოვადგენ, მათ ვეტყვი, რომ არასდროს ვიყოთ ვინმეს ხელშემშლელები. სადაც ერთიანობა იქნება, იქ უნდა ვიყოთ. გთხოვთ, ვინც ამბობს, რომ ერთიანობა არ უნდა, თავი დავანებოთ, მათგან ზოგი ჩვენს საქმეს აკეთებს. არ გვინდა ერთმანეთის ლანძღვა. გავიგეთ, რომ „ლელო" არ შემოდის, არც გახარიას პარტია. ყველას თავისი გზა აქვს. ნურავის განსჯაში ნუ შედიხართ. ვინ ერთიანები ხართ, ისინი დაიგეგმეთ, არ გვინდა გაუგონარი სჯა-ბაასი. სამარცხვინოა ამის ყურება",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ასევე, ლევან ხაბეიშვილი ბოლო პერიოდში ყოფილი თანამდებობის პირების, კორუფციის ბრალდებით დაკავებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი წარსულში გაკეთებული განცხადებები, თანამდებობის პირების კორუფციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, პროკურატურას „შპარგალკით“ აქვს აღებული.

„როცა პარლამენტში ვიყავი და ვაცხადებდი, რომ მიქაუტაძე [ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე] კორუფციონერი იყო, ახლა დაიჭირეს, როგორც ღარიბაშვილზე ვაცხადებდი - იქიდან კი ისმოდა, რომ „მასხარაა", აი „ნაციონალური მოძრაობა". იგივე ჯუანშერზეც [თავდაცვის ყოფილი მინისტრი]. ლილუაშვილზეც ვამბობდი, რომ „ქოლცენტრები“ აქვს-თქო, მაგრამ არა ტყუილიაო, დღეს კი დაიჭირეს, მგონი ჩემს სართულზე. ფარცხალაძეზეც ვამბობდი და ტყუილიაო. ჩინი უნდა მოემატებინათ ჩემთვის და უნდა ეთქვათ „გამომძიებელი ხარო“. ჩემი გაკეთებული განცხადებები „შპარგალკით" აქვთ აღებული.

არ არსებობს საკითხი, რომელზეც ვამბობდი, რომ დანაშაულია და დღეს საქმე არ არის აღძრული. პროკურატურაში თავის დროზე განცხადებაც მქონდა შეტანილი, რომ სამართლიანი სასამართლოს წინაშე პასუხი ეგოთ. ერთადერთია კალაძე [თბილისის მერი, კახა კალაძე], რომელზეც დისერტაციას დავიცავ, იმდენი კორუფციული ფაქტი მაქვს.

რაც შეეხება ჩემს დანაშაულს, პოლიტიკური განცხადებების გამო ვარ დაკავებული. გელა ხასაიამ ვიღაც ცემაო და ნაცემი კაცი ჩაუდეს საქმეში. ვინმეს თუ იჭერენ, რაიმეს აბრალებენ მაინც. ჩემი ბრალი კი სულ 5 ფურცელია, სადაც რამდენიმე მოწმის ჩვენება და „ფეისბუქ“ სტატუსებია. მე არცერთ მოქმედებას არ მედავებიან. ჩემს საქმეში არ არის დაზარალებული, ვინმეს ქრთამი თუ შევთავაზე, ვინ დაზარალდა? ან მე რა სიკეთე მივიღე? ცოტა რაღაც რომ დაგებრალებინათ, ვიტყოდი მაბრალებენ-მეთქი",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა