მიტროპოლიტი თეოდორე რუსეთის პატრიარქ კირილს: ჩვენთვის მიუღებელია მათი აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია – არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით
მეუფე იობი: ილია მეორე წუხდა, რატომ არ მეკითხებიან ქვეყნის საკითხებზე და რატომ არ ვარ უშიშროების საბჭოს წევრიო
EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin

დონალდ ტრამპმა სამთავრობო უწყებებს უცხოპლანეტელებსა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული ფაილების გასაჯაროება დაავალა

ნახვები: 397 დონალდ ტრამპმა სამთავრობო უწყებებს უცხოპლანეტელებსა და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული ფაილების გასაჯაროება დაავალა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ომის სამინისტროსა და სხვა უწყებებს დაავალებს, გამოაქვეყნონ ფაილები, რომელიც მათ უცხოპლანეტელებისა და ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ აქვთ.

„გამოვლენილი უზარმაზარი ინტერესის საფუძველზე, დავავალებ ომის მდივანს და სხვა შესაბამის დეპარტამენტებსა და სააგენტოებს, დაიწყონ უცხოპლანეტელებთან, ამოუცნობ საჰაერო მოვლენებთან (UAP) და ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან (UFO) დაკავშირებული სამთავრობო ფაილების იდენტიფიცირებისა და გამოქვეყნების პროცესი, ასევე ნებისმიერი სხვა ინფორმაციის, რომელიც დაკავშირებულია ამ ურთულეს, მაგრამ უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებთან“, - წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ტრამპმა განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ბრაიან ტაილერ კოენთან ინტერვიუში უცხოპლანეტელების არსებობა დაადასტურა.

„ისინი რეალურები არიან, მაგრამ მე ისინი არ მინახავს“, - განაცხადა ობამამ, როდესაც ჰკითხეს, არიან თუ არა უცხოპლანეტელები რეალურები.

ყოფილმა პრეზიდენტმა მოგვიანებით Instagram-ის პოსტში განმარტა, რომ სამყაროს უკიდეგანობის გათვალისწინებით, ის სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობის სტატისტიკურ ალბათობას გულისხმობდა.

ბარაკ ობამას განცხადებებზე კომენტირებისას დონალდ ტრამპმა მედიასთან განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა საიდუმლო ინფორმაცია გაამჟღავნა.

„არ ვიცი, რეალურია თუ არა. შემიძლია გითხრათ, რომ მან საიდუმლო ინფორმაცია გასცა. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა. მან დიდი შეცდომა დაუშვა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა