მიტროპოლიტი თეოდორე რუსეთის პატრიარქ კირილს: ჩვენთვის მიუღებელია მათი აღიარება, ვისაც ხელდასხმა არ მიუღია – არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით
მეუფე იობი: ილია მეორე წუხდა, რატომ არ მეკითხებიან ქვეყნის საკითხებზე და რატომ არ ვარ უშიშროების საბჭოს წევრიო
EU disburses EUR 7.9 bln to strengthen Ukraine’s financial stability
NATO fully recognizes new war domains: Cyber and electromagnetic – NSATU Commander
Ukrainian forces hit three Russian ballistic missile launchers – Zelensky
Ukraine cooperating with Poland in probe into airspace violation – FM Sybiha
NATO focuses on building integrated air defense ecosystem for Ukraine – NSATU commander
Republicans in Congress criticize Trump’s meeting with Xi and Putin

ვალერი გელბახიანი - ელისო კილაძემ მითხრა, რომ მოითხოვს განმეორებით ექსპერტიზას, მიაჩნია, რომ დასკვნა არასწორია ან ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი

ნახვები: 384 ვალერი გელბახიანი - ელისო კილაძემ მითხრა, რომ მოითხოვს განმეორებით ექსპერტიზას, მიაჩნია, რომ დასკვნა არასწორია ან ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი

ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის ადვოკატი აცხადებს, რომ დაცვის მხარეს საქმის მასალების სრულყოფილად შესწავლის შესაძლებლობა არ მიეცა.

გელბახიანის ინფორმაციით, ელისო კილაძე სასამართლოში სიტყვით გამოსვლას აპირებს.

ადვოკატის თქმით, კილაძე არ ეთანხმება საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას და გეგმავს განმეორებითი ექსპერტიზის მოთხოვნას.

მისი შეფასებით, არსებული დასკვნა ან არასწორია, ან ხელოვნური ინტელექტის გამოყენებითაა შექმნილი.

ადვოკატის განცხადებით, კილაძე თავს გარკვეული მიზნების გამო მსხვერპლად მიიჩნევს.

“ძალიან ცუდია, რომ არ მოგვეცა დრო იმისთვის, რომ შეგვესწავლა ერთი ტომი მაინც. არ ვიცი სპეციალურად მოხდა თუ არა, მაგრამ ფაქტის წინაშე ვართ. ჩვენ სასამართლოს ხვალ ველოდით. ამიტომ, მთელი ღამე ვაპირებდით გვემუშავა, რათა ჩამოვყალიბებულიყავით.

ელისომ გუშინ მითხრა, რომ სასამართლოში სიტყვით უნდა გამოსვლა. ექსპერტიზის დასკვნაზე მითხრა, რომ მოითხოვს განმეორებით ექსპერტიზას. მიაჩნია, რომ ეს არის ან არასწორი დასკვნა ან ხელოვნური ინტელექტით არის შექმნილი.

ბრალდებას, რა თქმა უნდა, არ ეთანხმება. მიაჩნია, რომ ბრალდება ხელოვნურია და არის მსხვერპლი გარკვეული მიზნების გამო. ამ მიზეზებზე ვერ ვისაუბრებ, თავად ისაუბრებს”,- განაცხადა გელბახიანმა.

ინფორმაციისთვის, საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და ფულის გათეთრებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა