გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერიტორიებთან დაკავშირებით სამ მხარეს სამი განსხვავებული პოზიცია გვაქვს

ნახვები: 347 ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერიტორიებთან დაკავშირებით სამ მხარეს სამი განსხვავებული პოზიცია გვაქვს

ჟენევაში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების დროს ორი ჯგუფი მუშაობდა - სამხედრო ჯგუფი და პოლიტიკური ჯგუფი. ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით სამ მხარეს სამი განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სამხედრო ჯგუფში დელეგაციების წარმომადგენლებმა ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგის საკითხები განიხილეს და ამ მიმართულებით გარკვეული პროგრესი შეინიშნება.

„პოლიტიკური მიმართულებით საქმე უფრო რთულადაა. ჩვენ ერთნაირი თვალსაზრისი არ გვაქვს. ტერიტორიულ საკითხთან დაკავშირებით სამი განსხვავებული თვალსაზრისი გვაქვს. ვფიქრობ, ეს ადვილი არ არის, მაგრამ ვეცადეთ, ძალიან კონსტრუქციული ვყოფილიყავით“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინას არ შეუძლია დონბასი რუსეთს კონტროლისთვის ჩააბაროს.

„უბრალოდ დანებება? ვერ დავუჭერ მხარს ასეთ იდეას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ხალხი მზად იქნება - ათასობით, ათიათასობით უკრაინელი დაიღუპა უკრაინის ამ ნაწილის დასაცავად“, - განმარტა ზელენსკიმ.

მისი თქმით, დონბასის საკითხი არა მხოლოდ ტერიტორიას, არამედ ადამიანებსა და სახელმწიფოს დაცვის სტრატეგიასაც ეხება.

„დონბასი ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი ღირებულებების ნაწილია. თავისუფლება ჩვენთვის ცარიელი სიტყვა არ არის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა