ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

დონალდ ტრამპი - ირანი თუ არ გააფორმებს შეთანხმებას, შესაძლოა, აშშ-ის მიერ დიეგო გარსიისა და ფეირფორდში მდებარე აეროდრომის გამოყენება გახდეს აუცილებელი

19.02.2026 ნახვები: 304

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, კირ სტარმერს მოუწოდა, არ გასცეს 100-წლიანი იჯარა ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ დიეგო გარსიაზე.

„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს ვეუბნებოდი, რომ იჯარა არ არის კარგი, როდესაც საქმე ეხება ქვეყნებს, რომ დიდ შეცდომას უშვებს, როდესაც 100-წლიან იჯარის ხელშეკრულებას დებს ნებისმიერ ადამიანთან, ვინც „პრეტენზიას აცხადებს“ დიეგო გარსიას უფლებებზე, საკუთრებასა და ინტერესებზე.  დიეგო გარსია სტრატეგიულად მდებარეობს ინდოეთის ოკეანეში. ჩვენი ურთიერთობა გაერთიანებულ სამეფოსთან  ძლიერია და ეს მრავალი წელია ასეა, მაგრამ პრემიერ-მინისტრი სტარმერი კარგავს კონტროლს ამ მნიშვნელოვან კუნძულზე აქამდე უცნობი სუბიექტების პრეტენზიების გამო“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნავს, ირანთან თუ შეთანხმება არ მიიღწევა, შეერთებულ შტატებს, შესაძლოა, დასჭირდეს დიეგო გარსიისა და ფეარფორდის საჰაერო ბაზების გამოყენება.

„ირანი თუ გადაწყვეტს, რომ შეთანხმება არ გააფორმოს, შესაძლოა, აშშ-ის მიერ დიეგო გარსიისა და ფეირფორდში მდებარე აეროდრომის გამოყენება აუცილებელი გახდეს, რათა თავიდან ავიცილოთ შესაძლო თავდასხმა უკიდურესად არასტაბილური და საშიში რეჟიმის მხრიდან. ეს თავდასხმა, შეიძლება, მიმართული იყოს დიდი ბრიტანეთისა და სხვა მეგობარი ქვეყნების წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრმა სტარმერმა არ უნდა დაკარგოს კონტროლი დიეგო გარსიაზე ამ 100-წლიანი იჯარის გამო. ეს ტერიტორია არ უნდა ჩამოერთვას დიდ ბრიტანეთს“, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, კუნძული დიეგო გარსია ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს. 1970-იანი წლებიდან კუნძულზე დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ერთობლივი სამხედრო ბაზა არსებობს. გასულ წელს დიდმა ბრიტანეთმა და მავრიკის რესპუბლიკამ შეთანხმება გააფორმეს, რომლის თანახმად, მავრიკი ჩაგოსის კუნძულების მფლობელი ოფიციალურად ხდება, მათ შორის კუნძულ დიეგო გარსიის. ბრიტანეთი კი 99-წლიანი იჯარით კუნძულზე კონტროლს ინარჩუნებს და მავრიკის წელიწადში 101 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაუხდის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა