ელისო კილაძე - ბრალს არ ვაღიარებ
ალენ ბერსე - ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ანგარიში საქართველოს შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს
ადვოკატი ზურაb თოდუას - ბენ ანორს „ქოლცენტრებთან“ თანამშრომლობად უთვლიან „ექსელის“ მსგავსი პროგრამის გაყიდვას, ელისო კილაძე კი, სავარაუდოდ, ჩვენს მიერ წარდგენილი ჩანაწერის საფუძველზე დააკავეს
ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა
ირაკლი კობახიძე - საქართველოში 96 ქვეყნის მოქალაქეები სარგებლობენ ერთ წლამდე ვადით ბინადრობის ნებართვის გარეშე ყოფნის შესაძლებლობით
საქართველოს პროკურატურამ ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო
Russia loses 740 soldiers, one air defense system in war against Ukraine over past day
Border guards destroy 'Msta-S' self-propelled howitzer with drones in Southern Slobozhanshchyna sector

ადვოკატი ზურაb თოდუას - ბენ ანორს „ქოლცენტრებთან“ თანამშრომლობად უთვლიან „ექსელის“ მსგავსი პროგრამის გაყიდვას, ელისო კილაძე კი, სავარაუდოდ, ჩვენს მიერ წარდგენილი ჩანაწერის საფუძველზე დააკავეს

18.02.2026 ნახვები: 192

ბიზნესმენ ბენ ანორის ადვოკატის, ზურაb თოდუას განცხადებით, ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავება, სავარაუდოდ, მათ მიერ პროკურატურაში წარდგენილი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.

როგორც ადვოკატი „ინტერპრენიუსთან“ განმარტავს, ფარული ჩანაწერი მან პროკურატურას 13 იანვარს წარუდგინა.

მისივე თქმით, გუშინ, 17 თებერვალს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა და პროკურატურა იძულებული გახდა, რეაგირება მოეხდინა.

„13 იანვარს შევიტანე საჩივარი და მივაწოდე პროკურატურას მტკიცებულება - ფარული ჩანაწერი. ამის შემდეგ ქალბატონმა ელისომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს არის ყალბი, ფალსიფიცირებული და ა.შ. დავნიშნეთ სამხარაულის ექსპერტის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა. გუშინ მივიღე პასუხი ამაზე. მანამდე გენერალურ პროკურატურაში 4 საჩივარი მაქვს შეტანილი რეაგირების გაკეთებით მოთხოვნით, მაგრამ არ აკეთებდნენ. გუშინ, სამხარაულმა ჩამაბარა ექსპერტიზის დასკვნა, სასწრაფოდ წარვადგინე გენერალურ პროკურატურაში და მოვითხოვე რეაგირება. სავარაუდოდ, ამას უნდა უკავშირდებოდეს ელისო კილაძის დაკავება. რადგანაც ამ ჩანაწერის ავთენტურობა უკვე ეჭვქვეშ აღარ იყო, სავარაუდოდ, ამის შემდეგ აქვთ ეს გადაწყვეტილება მიღებული.

რაც შეეხება ჩემს მოთხოვნას და იმას, თუ რა ინფორმაციის მატარებელია ფარული ჩანაწერი - ცალსახად, საუბარია ორ რამეზე. ერთი არის, როგორც წაართვეს ისრაელის მოქალაქეს და ინვესტორს ბენ ანორის ქონება. საქმე ეხება ფანჯიკიძის ქუჩა N1-ში მდებარე შენობას, რის გამოც 3-მა ადამიანმა პასუხი აგო, მაგრამ ელისო კილაძეც მონაწილეობდა ამ დანაშაულში და მას არ უგია პასუხი ამაზე. მეორე ნაწილი არის „ქოლცენტრებთან“ სავარაუდო კავშირები. აშკარად გამოკვეთილია, რომ თურმე, ვიღაცა მათი ჯგუფიდან გაბრაზებულა და გადასულა უკრაინაში. ელისო კილაძე კი ვიღაცას ჰპირდება, რომ მაგას ავუყირავებ უკრაინაში ყველაფერს, რადგანაც ხელი მიმიწვდება მთავრობასთან და ქუჩასთანაცო. ასე რომ, ამის გამოძიების დაწყება ვთხოვე პროკურატურას თავის დროზე და არ აკეთებდნენ მთელი ეს პერიოდი. სავარაუდოდ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შემდეგ იძულებული გახდნენ გაეკეთებინათ რეაგირება,“ - განაცხადა ზურა თოდუამ.

რაც შეხება ბენ ანორის მიმართ ბრალის წარდგენას და გამოძიებასთან თანამშრომლობას, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბენ ანორმა ჩვენება მის მიერ შექმნილ პროგრამა „ლიდს 8“-სთან დაკავშირებით მისცა.

კერძოდ, უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ „ლიდს 8“ არის „ექსელის“ მსგავსი პროგრამა, რომელსაც ბენ ანორი ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე ყიდის.

„ჩემი დიდი ღრმა რწმენით, ბენ ანორის წინააღმდეგ ბრალის შექმნა არის იმ კადრების ქმედების შედეგი, რომლებიც ბლომად არის გენერალურ პროკურატურაში. ეს კადრები არის ლილუაშვილის და ფარცხალაძის. რაც შეეხება თანამშრომლობას და ჩვენების მიცემას, ბენ ანორი ნამდვილად დაიკითხა მოწმის სახით, მისცა ჩვენება იმის თაობაზე, თუ ვის ეკუთვნის პროგრამა „ლიდს 8“. ეს არის ლეგალური პროგრამა, რომლის ავტორი არის თავად ბატონი ბენი. ის მას ყიდის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. ნებისმიერს შეუძლია იყიდოს და თურმე, პროგრამის მომხმარებლები „ქოლცენტრებიც“ ყოფილან. ის არ უარყოფს იმას, რომ პროგრამა მისია და თვითონ გაყიდა ის. დაახლოებით, „ექსელის“ მსგავსი პროგრამაა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს როგორც პროკურორმა, ასევე მოსამართლემ, პრემიერმაც, პრეზიდენტმაც, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა. „ექსელის“ მსგავსი პროგრამაა, მეტი არაფერი. ამას უთვლიან მას როგორც ჩანს, „ქოლცენტრებთან“ თანამშრომლობად. ამ ნაწილში მას აქვს განმარტება მიცემული, რომ „დილს 8“ ნამდვილად მისია და გაყიდული აქვს რამდენიმე კომპანიაზე და ფიზიკურ პირზე,“ - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინეს და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

უწყების ცნობით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს - გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც პროკურატურაში აღნიშნავენ, ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების - ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავენ. პროკურატურის განცხადებით, ბენ ანორმა „ქმედითად ითანამშრომლა გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარა ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყო ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას“.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა