ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ევროკავშირის პრესსპიკერი „გრანტების შესახებ“ კანონსა და მასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე - ეს იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ზურგს აქცევს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას

13.02.2026 ნახვები: 341

შემოთავაზებული ცვლილებები აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მცდელობების შემდგომ ესკალაციას, მკვეთრად შეზღუდოს ქვეყნის სამოქალაქო და დემოკრატიული სივრცე, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ანუარ ელ ანუნმა „ევროსკოპის“ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კითხვა ეხებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას და ასევე იმას, რა ნაბიჯებს გადადგამს ევროკავშირი, თუკი „ქართული ოცნების“ მიერ ბოლო დროს ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მიიღებენ.

„ევროკავშირის ელჩმა ევროკავშირის შეშფოთება პირდაპირ საქართველოს ხელისუფლებასთან წამოჭრა. თუ ამ ზომებს მიიღებენ, ეს კიდევ უფრო ჩაახშობს ძირითად დემოკრატიულ თავისუფლებებს. ეს კანონმდებლობა შეეწინააღმდეგება ფუნდამენტურ უფლებებს, ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ეს იქნება კიდევ ერთი დემონსტრირება იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ზურგს აქცევს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რაც აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობისთვის მიცემულ დაპირებებს. რაც შეგვეხება ჩვენ, ევროკავშირს, ყოველთვის გავაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, საქართველოს ხელისუფლება უნდა დაუბრუნდეს დემოკრატიულ გზას. სანქციების თვალსაზრისით, ჩვენ თანმიმდევრულები ვართ რეაგირებაში და ყველა ვარიანტი კვლავ მაგიდაზეა. შევამცირეთ ჩვენი პოლიტიკური კონტაქტები, შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლების სასარგებლოდ დახმარების გაწევა და შევაჩერეთ უვიზო მიმოსვლა ქართველი დიპლომატებისთვის, თანამდებობის პირებისთვის და მათი ოჯახებისთვის“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი ზურაბიშვილს შეხვდა. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო „გრანტების შესახებ“ კანონსა და მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებში ახლახან წარდგენილ ცვლილებების პაკეტის შესახებ ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთების“ გამოთქმა. პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის ელჩმა აღნიშნა, რომ დამტკიცების შემთხვევაში, ცვლილებებმა შეიძლება პირდაპირ და უარყოფითად იმოქმედოს საქართველოში მოქმედი დიპლომატიური მისიების მუშაობაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა