ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრიდან 1700 კილომეტრში რუსეთში ქიმიურ ქარხანას დაარტყა
მიხეილ სააკაშვილი - 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია
ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივდა
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა
Putin “not very happy” about Ukraine’s recent gains – Rutte
ნანუკა ჟორჟოლიანი - აქეთ ეს საქართველო და იქეთ ქოცები, აქეთ მხარეს ყოფნა ნებისმიერ პატიმრობად ღირს
Zelensky confirms Ukrainian strike on Russia's Yaroslavl oil refinery
Zelensky: Russia has lost over 145,000 troops in Ukraine war since start of year

მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტებს ჟურნალისტიკის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზეც ამცირებს

13.02.2026 ნახვები: 305

მთავრობა სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტებს ჟურნალისტიკის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზეც ამცირებს. 

საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა 2026 წლის საბაკალავრო პროგრამებისთვის გამოყოფილი კვოტები, რომელთა მიხედვითაც "ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის" ფარგლებში, თბილისში სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მიღება ექნება მხოლოდ თსუ-ს, ამასთან თავად თსუ-შიც 2025 წელთან შედარებით მიღების მოცულობა მცირდება.

თუკი 2025 წელს თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მიღება იყო 130, 2026 წლისთვის 95-მდე მცირდება. ამასთან, აღნიშნულ მიმართულებაზე აღარ ექნება მიღება ტექნიკურ უნივერსიტეტს, სადაც 2025 წელს მიღება 40-ს შეადგენდა. რაც შეეხება რეგიონულ უნივერსიტეტებს, ბათუმის სსიპ შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მიმართულებით გასულ წელს მიღება 20-ს შეადგენდა, მომდევნო წელს კი ასევე 20 იქნება, ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღება 10 იყო და 2026 წელს ასევე 10 იქნება. თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კი მედიახელოვნებისა და ციფრული მედიის მიმარულებით მიღება იყო 25 და ასევე 25 იქნება.

ასევე, ჯამურად მცირდება მიღება ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის მიმართულებით. 2025 წელს თსუ-ს სოციოლოგიის მიმართულებით 100 ადგილზე ჰქონდა მიღება, 2026 წელს კი უნივერსიტეტს ამ მიმართულებით მხოლოდ 30 სტუდენტის მიღება შეეძლება. ასევე სოციოლოგიის მიმართულებით აღარ ექნება მიღება ილიაუნის, სადაც 2025 წელს ამ მიმართულებით 130 ადგილზე იყო გამოცხადებული მიღება. ასევე აღარ ექნება მიღება სოხუმის უნივერსიტეტს, სადაც 2025 წელს ამ მიმართულებით 30 ადგილზე იყო მიღება.

რაც შეეხება ფსიქოლოგიის მიმართულებას, თსუ-ში ამ ფაკულტეტზე მიღება 2025 წელს 325-ს შეადგენდა, 2026 წელს კი მიღება 150-მდე მცირდება. ამასთან აღნიშნული მიმართულებით 2026 წელს აღარ ექნება მიღება ილიაუნის, სადაც 2025 წელს ფსიქოლოგიის მიმართულებით 350 ადგილი იყო განსაზღვრული. ასევე არ ექნება მიღება ფსიქოლოგიის მიმართულებით არც სოხუმის უნივერსიტეტს, სადაც 2025 წელს ამ მიმართულებით 40 ადგილზე გამოცხადდა მიღება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა