ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

რევაზ სოხაძე - თბილისის შემოვლითი გზა შუა დერეფნის უწყვეტობისთვის სტრატეგიულია

13.02.2026 ნახვები: 311

თბილისის შემოვლითი გზა შუა დერეფნის უწყვეტობისთვის სტრატეგიულია, – ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ბიზნესპარტნიორი“ ქვეყნის მაგისტრალური გზების მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო შუა დერეფნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლია.

მინისტრის განცხადებით, დღეს ქვეყანაში უკვე აშენებულია 383 კილომეტრი მაგისტრალი და საერთაშორისო საგზაო დერეფნების განვითარება აქტიურად გრძელდება. მისი თქმით, ტურისტული სეზონისთვის სრულად გაიხსნება გურიის მაგისტრალის დარჩენილი მონაკვეთები და თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილება შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი, გარდა სამტრედიის ხიდის მონაკვეთისა.

ამასთან, წელს დაიწყება ბათუმი-სარფის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობა, სადაც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გვირაბი აშენდება, ქვეშეთი-კობის პროექტის მსგავსად.

მინისტრმა ასევე ისაუბრა თბილისის შემოვლით გზაზე, რომელიც უკვე ტენდერის ფაზაშია. უახლოეს პერიოდში გამოვლინდება მეორე ლოტის გამარჯვებული – წიწამურიდან ავჭალამდე მონაკვეთზე. რამდენიმე დღეში გამოცხადდება მესამე ლოტის ტენდერი (ავჭალა–თბილისის ზღვის მიმართულება), ხოლო შემდგომი ლოტები მოიცავს ლილო–ლოჭინის მონაკვეთს. მისი თქმით, ყველა ეს პროექტი წელს დაიწყება.

„თბილისის შემოვლითი გზა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც შუა დერეფნის უწყვეტობისთვის, ისე თავად დედაქალაქის სატრანსპორტო განტვირთვისთვის“, – აღნიშნა რევაზ სოხაძემ.

მისი თქმით, კახეთის მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობს საგარეჯო–ბადიაურის მაგისტრალური გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. წელს გამოცხადდება ბადიაური-ბაკურციხისა და ბაკურციხე–ლაგოდეხის მონაკვეთების ტენდერები, ასევე დაიწყება მშენებლობა გურჯაანისა და თელავის მიმართულებით.

„მთავრობას აქვს ამბიციური გეგმები და იგეგმება გაცილებით მეტი პროექტის განხორციელება, ვიდრე აქამდე. მათ შორისაა ანაკლიის პორტთან დამაკავშირებელი 17-კილომეტრიანი გზა და სამტრედია–ზუგდიდის 4-ზოლიანი მაგისტრალი, რომლის პროექტირებაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა რუსთავი-წითელი ხიდის მიმართულებით. აღნიშნულ პროექტზე მთავრობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობს და იმედოვნებს, რომ მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.

ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა