ისრაელის პრეზიდენტმა ქართველი წარმოშობის ექიმი შოთა მუსაევი სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა
მარტა კოსი: ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის
Ivanishvili's Georgia Has No Place in the West Marco Rubio Described
გოჩა მირცხულავა: მარკო რუბიოს მიერ აღწერილ დასავლეთში ივანიშვილის საქართველოს ადგილი აღარ ჩანს
მიხეილ სააკაშვილი ციხეებში არსებულ ვითარებაზე: გაუარესებულია სანიტარული მდგომარეობა და კვება, დაწესებულია ახალი შეზღუდვები
ირაკლი ნადირაძე: არც საპროცესო შეთანხმებას ვაპირებ და არც შეწყალების თხოვნას – ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ
ევროპარლამენტმა 445 ხმით მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც „ქართული ოცნებისგან“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესის შეწყვეტას მოითხოვს
მარკო რუბიოს გამოსვლა ათენში, აკროპოლისის წინ - შეგვიძლია ხელახლა აღმოვაჩინოთ სათნოება, სიმამაცე და ძალა, რომლებიც ჩვენი დროის საფრთხეებთან გასამკლავებლად გვჭირდება

პაატა ბურჭულაძე - თვითონ გჯერათ, რომ პაატა ბურჭულაძე საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს?

ნახვები: 352 პაატა ბურჭულაძე - თვითონ გჯერათ, რომ პაატა ბურჭულაძე საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს?

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, პოლიტიკოსებს და კორუფციონერებს შორის მე ვარ ერთადერთი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და გამოვირჩევი იმით, რომ ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს წაყენებული. თქვენ თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის პაატა ბურჭულაძე რაიმე საფრთხეს წარმოადგენს? ვისაც გჯერათ, სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ,- ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მას დღეს იუბილე აქვს, 71 წლის გახდა და სწორედ ამის შესახებ ისაუბრა მან საკუთარ სიტყვაში.

„პროტესტს ვაცხადებ, გამოდის დამნაშავეები ვზივართ და უდანაშაულოები გარეთ არიან, ეს ასობით ადამიანი რომ გამოვიდა, პარლამენტში ხომ არ სხედან დამნაშავეები? ჩვენ აქ ყველა ამაყად ვსხედვართ.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა შარშან, როცა რუსთაველის ოპერის თეატრი არ დამითმო „ოცნებამ" და ოპერის წინ საბარგო მანქანაზე მივიღე მრავალათასიანი მილოცვა და კონცერტი. წელს სასამრთლოში ვიღებ მილოცვებს და ეს დაუვიწყარი იქნება ჩემს კარიერაში.

როგორც წესი, ამ დღეს არის უამრავი მოლოცვა და საჩუქარი, მთელი მსოფლიოდან. დღეს კი ამ ორი პროკურორის გადაწყვეტილებით ჩემს მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილებთან სატელეფონო საუბარიც მეკრძალება - აღარაფერს ვამბობ სხვა დანარჩენზე. ჩვენი სარწმუნოება გვასწავლის, რომ ბოროტებას სიკეთით უნდა ვუპასუხოთ და მეც, როგორც ქრისტიანმა, გადავწყვიტე, რომ თქვენ, ბატონო ვაჟა თოდუა და განსაკუთრებით, თქვენ, ქალბატონო თამარ ბეჟუაშვილო - რომელიც ძალიან გამოირჩევით ამ უსამართლო ბრძოლაში, მინდა საჩუქარი გაგიკეთოთ და სიკეთით გიპასუხოთ. მე შემიძლია წერილი მივწერო ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ევროკომისიას, რომ შემთხვევით არ გამორჩეთ თქვენ და თქვენი ოჯახის წევრები, იმ დასანქცირებულთა სიაში, რომელიც მომდევნო თვეებში გამოქვეყნდება - მერწმუნეთ ამ წერილს ანგარიშს გაუწევენ; მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ არა იმიტომ, რომ თქვენ ამას არ იმსახურებთ, არამედ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მაგალითები, რომ „ოცნების“ წარმომადგენლებს, გამორჩეულად უარყოფით ადამიანებსაც კი, ჰყავთ შესანიშნავი შვილები და ვფიქრობ მათი მომავალი მშობლების საქციელს არ უნდა გადაჰყვეს, ისინი ჩვენი ქვეყნის შვილები არიან.

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, პოლიტიკოსებს და კორუფციონერებს შორის მე ვარ ერთადერთი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენელი და გამოვირჩევი იმით, რომ ყველაზე საშიში დამნაშავის ბრალი მაქვს წაყენებული. გულწრფელად გეკითხებით, თქვენ თვითონ გჯერათ, რომ საქართველოსთვის და მისი სახელმწიფოებრიობისთვის პაატა ბურჭულაძე რაიმე საფრთხეს წარმოადგენს? ვისაც გჯერათ, სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ.

ახლა კი უნდა დაგემშვიდობოთ, ბევრი ადამიანი მელოდება ციხეში და მის გარეთ, ტელევიზიით, მილოცვისთვის",- განაცხადა ბურჭულაძემ.

მან მოსამართლეს შესვენების შემდეგ, სხდომიდან წასვლის ნებართვა სთხოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა