ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას მხარი დაუჭირა

11.02.2026 ნახვები: 338


ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს წინადადებების პაკეტს, რომელიც უკრაინისთვის რუსეთის მხრიდან აგრესიის ფონზე 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ითვალისწინებს, - ინფორმაცია ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული.

„ევროპარლამენტმა მიიღო წინადადებების პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის მხარდაჭერას 2026 და 2027 წლებისთვის ევროკავშირის მიერ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

60 მილიარდი ევრო უკრაინის თავდაცვის გაძლიერებას მოხმარდება, 30 მილიარდი ევრო კი - მაკროფინანსურ დახმარებასა და ბიუჯეტის მხარდაჭერაზე წავა.

სესხი ევროკავშირის საერთო სესხებით დაფინანსდება, უკრაინა კი მას რუსეთისგან ომის რეპარაციების მიღების შემდეგ დაფარავს.

გადაწყვეტილება ოფიციალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომაც იმისთვის, რომ ევროკომისიამ პირველი გადახდის გაცემა 2026 წლის მეორე კვარტლის დასაწყისში შეძლოს.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოეხმაურა.

„მივესალმები ევროპარლამენტის მიერ უკრაინისთვის დამატებით 90 მილიარდი ევროს სესხის გამოყოფის შესახებ ჩვენი წინადადების სწრაფ მიღებას. უკრაინის გამბედაობა ურყევია. ასევე ურყევია ევროპის გადაწყვეტილება, მის გვერდით იდგეს. დღეს და ხვალ! რადგან ძლიერი უკრაინა მთელ ევროპას უფრო უსაფრთხოს ხდის“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ევროკავშირის დახმარების სესხზე შეთანხმებას ბრიუსელში, ევროპულ საბჭოზე 2025 წლის 18 დეკემბერს მიაღწიეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა