ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - ყველანაირად, მათ შორის სამართლებრივი და პროტესტის გზით, დავიცავთ 20 წლის მონაპოვარს
ევროკავშირის წარმომადგენლობა - პაველ ჰერჩინსკისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი იყო, „გრანტების შესახებ“ კანონზე ევროკავშირის „სერიოზული შეშფოთების“ გამოთქმა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის
განათლების მინისტრმა დაასახელა, რომელი სახელმწიფო უნივერსიტეტი რომელ ფაკულტეტზე გამოაცხადებს მიღებას
მურთაზ ზოდელავა - თუ ხელს ვიქნევდი და იმაზე მეტი ვთქვი, ვიდრე საჭირო იყო, ამისთვის მუხლები წარდგენილი მაქვს, მაგრამ 225-ე მუხლი ხელოვნურადაა შემოტანილი
პაატა ბურჭულაძე - თვითონ გჯერათ, რომ პაატა ბურჭულაძე საქართველოსთვის საფრთხეს წარმოადგენს?
ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს ქვეყანაში შემოყვანილი
Zelensky enacts NSDC decision on security guarantees for Ukraine

ევროკავშირი ამუშავებს უპრეცედენტო 5-ნაბიჯიან გეგმას, რომელიც 2027 წელს უკრაინის კავშირში ნაწილობრივ გაწევრიანებას ითვალისწინებს

11.02.2026 ნახვები: 246

„ხუთი ნაბიჯი უკრაინის ევროკავშირში 2027 წელს გაწევრიანებისთვის“ – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „პოლიტიკო“.

გამოცემა 10 ოფიციალურ პირსა და დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირი ამუშავებს უპრეცედენტო გეგმას, რომელიც მომავალ წელს უკრაინის კავშირში ნაწილობრივ გაწევრიანებას ითვალისწინებს.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ევროკავშირის იდეა ემანუელ მაკრონის გეგმას იმეორებს, რომელიც მან საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტზე დანიშვნის შემდეგ რამდენჯერმე წარადგინა. ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იდეა მიმზიდველია, რადგან კიევს მისცემს საშუალებას, დაასრულოს რეფორმები დემოკრატიული ინსტიტუტების, სასამართლოსა და პოლიტიკური სისტემის მიმართულებით, ამავდროულად, შეამცირებს ალბათობას, რომ ქვეყანას ბლოკში გაწევრიანების იმედი გადაეწურება და ზურგს შეაქცევს დასავლეთს.

ამასთან, როგორც სტატიაშია აღნიშნული, არსებობს დაბრკოლებებიც, მათ შორის უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის სახით, რომელიც ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება.

2027 წელს ევროკავშირში უკრაინის გასაწევრიანებლად ჩამოყალიბებულ ხუთი ნაბიჯიდან პირველი არის „უკრაინის მომზადება“, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ევროკავშირი წინასწარ უჭერს მხარს უკრაინის გაწევრიანების განაცხადს. ეს კი „კლასტერულ“ მოლაპარაკებებში კიევისთვის არაფორმალური ხელმძღვანელობის უზრუნველყოფას გულისხმობს;

მეორე ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების შემსუბუქებული ფორმატის შექმნას ითვალისწინებს;

მესამე ნაბიჯი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის წინააღმდეგობით გამოწვეული სირთულის გადალახვას ეხება. ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები აპრილში უნგრეთის არჩევნებს დააკვირდებიან და პარალელურად ორბანის ვეტოს გვერდის ავლის გზებზე მუშაობენ. როგორც ევროკავშირის რამდენიმე წარმომადგენელმა „პოლიტიკოს“ განუცხადა, იმედოვნებენ, რომ  ორბანი არჩევნებს თუ წააგებს, მისი მეტოქე, ოპოზიციური პარტიის, „ტიზის“ კონსერვატიული ლიდერი პეტერ მადიარი უკრაინასთან მიმართებით კურსს შეცვლის. ხოლო მოქალაქეები თუ ვიქტორ ორბანს ხელახლა აირჩევენ, მათ მეოთხე ნაბიჯზე გადასვლა მოუწევთ, რომელიც პროცესში დონალდ ტრამპის ჩართვას ითვალისწინებს. „პოლიტიკოს“ ცნობით, ევროპელებს სჯერათ, რომ არსებობს ადამიანი, რომელსაც შეუძლია, ორბანს ურყევი პოზიცია შეაცვლევინოს და ეს ადამიანი სწორედ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, რომელსაც უნგრეთის პრემიერთან მჭიდრო კავშირი აქვს. გამოცემა ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ადრე შეძლო და ზეწოლა მოახდინა ორბანზე ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების პაკეტებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დროს;

მეხუთე, ანუ საბოლოო ნაბიჯი კი ითვალისწინებს უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას იმ შემთხვევაში, თუ წინა ოთხი ნაბიჯი წარუმატებელი აღმოჩნდება. „პოლიტიკო“ წერს, რომ ტრამპის ძალისხმევაც თუ უშედეგო აღმოჩნდება, ევროკავშირს კიდევ ერთი კარტი რჩება, რომელიც უნგრეთის წინააღმდეგ მაგიდაზე ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლის დაბრუნებას გულისხმობს. მე-7 მუხლი ყველაზე სერიოზული პოლიტიკური სანქციაა, რომლის დაწესებაც ევროკავშირს შეუძლია გაერთიანების ფუნდამენტურ ღირებულებებთან შეუსაბამო ქცევისთვის. ის აჩერებს წევრის უფლებებს, მათ შორის ახალი ქვეყნების წევრობასთან დაკავშირებულ უფლებებს. როგორც გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, ევროკავშირი ამ ნაბიჯის განხორციელებას ჯერჯერობით არ აპირებს, რადგან ვარაუდობს, რომ ეს აპრილში დაგეგმილი არჩევნების ფონზე ვიქტორ ორბანის სასარგებლოდ იმოქმედებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა