ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ დოკუმენტები მზადაა

10.02.2026 ნახვები: 300

უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიის შესახებ დოკუმენტები მზადაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ყოველდღიური მიმართვისას ზელენსკიმ მიმდინარე კვირაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„მიმდინარე კვირაში თავდაცვისა და უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები გაიმართება. ჩვენი პოზიცია საკმარისად იქნება წარმოდგენილი ევროპაში და იგივე იქნება ამერიკის შემთხვევაშიც. ჩვენი მომლაპარაკებლების ჯგუფი პრაქტიკულად ყოველდღე მუშაობს დოკუმენტებსა და წინადადებებზე, რომლებსაც შეუძლიათ შედეგების მოტანა მომავალ შეხვედრებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საიმედო გარანტიები ერთადერთი რეალური საფუძველია მშვიდობის შესანარჩუნებლად და რუსების მიერ შეთანხმებების ნებისმიერი სახის თავდასხმით ან ჰიბრიდული ოპერაციით ჩაშლის თავიდან ასაცილებლად.

„უსაფრთხოების გარანტიის დოკუმენტები მზადაა. უსაფრთხოების ალტერნატივა არ არსებობს. მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს. ჩვენი სახელმწიფოს აღდგენის ალტერნატივა არ არსებობს. მადლობა მსოფლიოში ყველას, ვინც გვეხმარება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა