ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ზამთრის ოლიმპიადა | ფიგურული ციგურაობის გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა

09.02.2026 ნახვები: 278

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე კაცთა ერთეულთა თანრიგში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა ნიკა ეგაძემ. მსაჯებმა მას 154.79 ქულა დაუწერეს.

ნიკას გამოსვლამდე საქართველოს ნაკრებს 50 ქულა ჰქონდა და გუნდურ ჩათვლაში მეოთხე პოზიციაზე იყო. მედლის მოსაპოვებლად საჭირო გახლდათ მესამეადგილოსან იტალიასთან ორქულიანი ჩამორჩენის გაბათილება, თუმცა იტალიელი მატეო რიცოს ეფექტურმა გამოსვლამ ნიკას გადასწრების საშუალება არ მისცა. შესაბამისად, საქართველომ ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში მეოთხე ადგილი დაიკავა და ძალიან ცოტა დააკლდა ბრინჯაოს მედლამდე.

შეგახსენებთ, რომ გუნდური შეჯიბრება ოთხი დისციპლინისგან შედგება: სპორტული ცეკვები, რომელშიც დევისი-სმოლკინის წყვილი გამოვიდა (7 ქულა); სპორტული წყვილები – მეტელკინა-ბერულავას წყვილი (9 ქულა); ქალთა ერთეულთა თანრიგი – გუბანოვა (9 ქულა); ვაჟთა ერთეულები – ეგაძე (6 ქულა).

ფიგურულ ციგურაობაში, გუნდურ ასპარეზობაში საბოლოოდ ადგილები ასე განაწილდა:

  1. აშშ (69 ქულა)
  2. იაპონია (68 ქულა)
  3. იტალია (60 ქულა)
  4. საქართველო (56 ქულა)
  5. კანადა (54 ქულა)

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა