რუსებმა ხარკოვს დრონებით შეუტიეს, დაიღუპა სამი ბავშვი და ერთი მამაკაცი
Alpha FPV interceptors destroy more than 300 Russian Molniya drones in one month
Russian court sentences nine Ukrainian prisoners in one week – media
Specialists destroy remains of Russian glide bomb in Kramatorsk
Ukrainian citizen killed in Berlin
Deserted from military unit: Ukrainian Armed Forces brigade detains Russian GRU mole
Ukroboronprom signs agreement with leading Saudi company
Despite Russian attacks, Kyiv manages power outages as Ukraine boosts energy recovery – Shmyhal

ლევან ხაბეიშვილი - ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, ელიტას არ წარმოადგენს, ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, გაჭირვებული ქვეყნის შვილი ვარ და მათნაირი ვარ ზუსტად

06.02.2026 ნახვები: 248

ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, პატიმრობაში მყოფმა ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი „ქართული ოცნების“ ალტერნატივას ხედავს.

„ეს არ არის ჩემი სასამართლო პროცესი. ლევან ხაბეიშვილის პროცესი ნახევარი წელია არ იმართება. წერილების უფლება რომ მქონდეს, სასამართლოს კი არ შევაწუხებდი. ჩემს აზრს გამოვთქვამდი წერილით ან მივწერდი რომელიმე ტელევიზიას. რაღაცას რომ ვიტყვი, მერე ვიღაცები ბრაზობენ, ხაბეიშვილის ტონი არ მოგვეწონაო, უკაცრავად თუ ჩემი ტონი არ მოგეწონათ, ძალიან დიდი ბოდიში. მე თქვენი გულშემატკივრის, ქართველი ხალხის პოზიციიდან ვლაპარაკობ თქვენი მონა-მორჩილი, რომელსაც არასდროს არაფერზე პრეტენზია არ ჰქონია. ყველაზე პატარა ვარ, ვინც შეიძლება იყოს ამ ქვეყანაში და არასდროს მქონია სხვა რამეზე პრეტენზია. ვარ თქვენი მონა-მორჩილი, რომელმაც ინგლისური არ იცის, რომელიც ელიტებს არ წარმოადგენს, რომელიც ლილოს ბაზრობაზე ყიდულობს ტანსაცმელს. გაჭირვებული, გაღატაკებული ამ ქვეყნის შვილი ვარ და მათნაირი ვარ ზუსტად. არაფერი ზედმეტი ან მე ან ჩემს შვილებს არ გაგვაჩნია. ეს მიმაჩნია ჩემს ყველაზე დიდ სიმდიდრედ.

თქვენი გულშემატკივარი ვარ და გიზიარებთ. თურმე ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ და ხალხი ვერ ხედავს ალტერნატივას. ვაი, თქვენ უბედურებო, თუ გგონიათ, რომ მათიკაშვილის, ზარქუას, ამ გაურკვეველი ხალხის ალტერნატივას ხალხი ვერ ხედავს, მართლა ძალიან მძიმედ გქონიათ საქმე. თქვენ ეს ხალხი გონებაშეზღუდული და გონებადახშული ხომ არ გგონიათ? ალტერნატივა არ არის კი არა, აქეთ არის ყველაზე ნიჭიერი, ყველაზე პატრიოტი ხალხი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან პოლიტიკოსებსა და საზოგადოებას აქტიურობისა და პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„მე თქვენკენ ვარ. თქვენკენ რომ ვარ, იმიტომ ვზივარ აქ და ნახევარი წელია სასამართლო სხდომას ვერ მივაღწიე, ვინმეს რამეს კი არ ვუწუნებ. ან თქვით, რომ რაღაცას ვიზამთ, ან თქვით, რომ არაფერი შეგიძლიათ, კი არ „ტეხავს“. ხალხი არის მზად იმისთვის, რომ ჯურღმულში ცხოვრება არ უნდოდეს. ალტერნატივას როგორ ვერ ხედავს, ეს მეორედ არ გაიმეოროთ, სისულელეა, თავს რეებს აჯერებთ. ამ ქვეყნის ინტელექტუალური ნაწილი აქეთა ფლანგზე დგახართ და ლაპარაკობთ, რომ ხალხს ვერ ვაჩვენე ალტერნატივაო? როგორ ვერ აჩვენეთ, ყველაზე მაგრები ხართ, სიმპათიურებიც, გონებაგახსნილები და საერთაშორისო, შიდა ურთიერთობებში ყველაფერი შეგიძლიათ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა