გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ლევან ხაბეიშვილი - ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

ნახვები: 380 ლევან ხაბეიშვილი - ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან

ყველაზე შეიძლება გირაოს გამოყენება, ხაბეიშვილის გარდა. მარტო მე გამიშვეს პატიმრობაში, მაგრამ გზის ფულიც არ მაქვს, რომ გამიშვან - 9000 ლარზე ყადაღა გამომიგზავნეს ციხეში. ე.ი უნდა ამოწყდეს ჩემი ჯიშ-ჯილაგი,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ „რეალურად მისი სასამართლო სხდომა არ ტარდება“ და ეს მიზანმიმართულად ხდება. ხაბეიშვილმა პროკურორს მიმართა, რომ დროულად მიიყვანონ სასამართლოში მოწმეები და მას თვალებში ჩახედონ.

„დღესაც, პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა, არ არის ჩემი პროცესი. არც წინა და არც იმის წინა არ იყო ჩემი სასამართლო პროცესი. ფაქტობრივად, 30 დეკემბერს სხდომა ჩატარდა და არ ჩატარდა, ანუ ჩემი სასამართლო სხდომა არ ყოფილა. ჩემს საქმესთან დაკავშირებით მურთაზს რაღაც სიგიჟეს ედავებიან... ეს ხდება მიზანმიმართულად. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსამართლესაც ესმის, რომ ჩემი სასამართლო პროცესი არის მაქსიმუმ 3-4 საათიანი, სადაც დაიკითხება ის დანიშნული, მოწვეული მოწმეები, რომლებიც ჰყავს პროკურატურას, მოწვეული! რომელსაც სუს-მა მისწერა, რომ გამოგვიყავით ახლა, ლევან ხაბეიშვილისგან შეურაცხყოფილი მოწმეები. იმ ხალხს მისწერეს, მე რომ თავ-პირი დამალეწეს და ამ ადამიანებიდან დანიშნეს, მოიწვიეს სამი ადამიანი“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისი თქმით, მის მიერ სატელევიზიო ეთერებით გაკეთებულ განცხადებებს არ უარყოფს და ამ ფონზე, მიიჩნევს, რომ აღნიშნულ განცხადებებზე გამოძიება საჭირო არაა. ხაბეიშვილის თქმით, პოლიტიკოსია და აკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს.

„ჩემი სასამართლო სხდომა არ ტარდება, მოვდივარ იმიტომ, რომ მენატრება ჩემი ახლობლები. მოვდივარ, მივდივარ. მოვდივარ, მივდივარ და ეს სამი კაცი რომ მოიყვანონ, მოსამართლე რომ 10:00 საათზე დაიწყებს სხდომას, დაამთავრებს 15 საათზე. მართლა მაინტერესებს, მოვიდნენ ესენი და ჩამხედონ თვალებში, სასამართლოს ჩახედონ თვალებში. „თავი იგრძნეს შეურაცხყოფილადო“ - შეურაცხყოფილად კი არა, სახის ძვლები დამიმტვრიეს და თავის ქალა ამხადეს და თურმე შეურაცხყოფილები ესენი არიან. ხალხო, რა არის გაუგებარი? ვითხოვ ჩემს სასამართლო პროცესს!

გუშინ ვუყურებდი, რომ აქტივისტების ანგარიშებს ყადაღა დაადეს. ციხეში დამაყადაღეს, ადმინისტრაციული წესით ციხეში გამომიგზავნეს 9000 ლარი ჯარიმა, რომ თურმე წულუკიანს არ მოეწონა რაღაც. ჯერ ხომ საერთოდ დამატყვევეს, სასამართლო პროცესის საშუალება არაა, მოწმე არ მოგყავთ, ნახევარი წელი ციხეში, ტელეფონი არა, შვილები არა, მიმოწერა არა, არაფერი არა და 9000 ლარზე ყადაღა გამომიგზავნეს ციხეში. ე.ი უნდა ამოწყდეს ჩემი ჯიშ-ჯილაგი. ვიღაცებს კიდევ 18 000 ლარი აქვთ ხელფასი და ბოდიში, რა!“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სხდომაზე ხაბეიშვილს პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა განუმარტა, რომ საქმეზე ორი ბრალდებულია, ერთი ბრალდებულის ფაქტზე განხილვის ამოწურვის შემდეგ, გადავლენ მეორე ბრალდებულზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე მგონია თავი, 15 წუთია საუბრობთ. საქმეზე არის ორი ბრალდებული [ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა]. ერთი ფაქტი ამოიწურება, გადავალთ მეორეზე. როცა მოვა თქვენი მტკიცებულებების გამოკვლევის დრო... ლოგიკურად ასე მივდივართ. აქ ახლა დაგვრჩა დაახლოებით 3-4 მოწმე გამოსაკვლევი“, - განაცხადა ბექა ხუნაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა