ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

შვედი დეპუტატი - ,,ქართული ოცნების” წევრები ,,სიცრუეს ამტკიცებენ” - ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

05.02.2026 ნახვები: 369

თავდაპირველად შოკირებული ვიყავი ამ განცხადების მოსმენისას, თუმცა, ვფიქრობ, ეს არის ინდიკატორი იმის, რამდენად მართლები ვართ ჩვენ და რამდენად მტყუანია „ქართული ოცნება”,- ასე ეხმაურება ,,ტვ პირველისთვის” მიცემულ ინტერვიუში შვედეთის პარლამენტის წევრი გუსტავ გოტბერგი შვედეთის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებას.

გოტბერგის თქმით, ,,ქართული ოცნების” წევრები ,,სიცრუეს ამტკიცებენ”.

,,შეხედეთ პარლამენტის წევრების კომენტარებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ, ტყუილებს და სიცრუეს ამტკიცებენ. რა თქმა უნდა, შვედეთს კრიმინალის მხრივ პრობლემები ჰქონდა, თუმცა ვნახეთ, რომ შვედეთში გასული თვე იყო პირველი ამ რამდენიმე წლის განმავლობაში მკვლელობისა და საბედისწერო შემთხვევების გარეშე, რადგან მთავრობა რეფორმებს ახორციელებს და ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას. ჩვენ დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ. ჩვენ პროტესტის დროს არ ვუსწორდებით ოპონენტებს ქუჩებში ქიმიური იარაღით, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ. ესაა სწორედ მთავარი განსხვავება. კრემლის სახელმძღვანელოდანაა ის, რომ მთავარი პრობლემებიდან ყურადღება სხვა ნაკლებად აქტუალურ საკითხებზე გადაიტანო",- განაცხადა გუსტავ გოტბერგმა.

ცნობისთვის, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ეუთოს ,,მოსკოვის მექანიზმის” ამოქმედებაზე საუბრისას, შვედეთზე გაამახვილა ყურადღება.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა