ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ნიკოლ ფაშინიანი - სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა

05.02.2026 ნახვები: 334

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გვერდი დაიხურა,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანის თქმით, თითქმის 40 წლის განმავლობაში სიტყვები: „მშვიდობა“, „სომხეთი“ და „აზერბაიჯანი“ ერთად არავის გაუგია და მაშინაც კი, თუ ისინი ერთად გამოიყენებოდა, ეს წარმოუდგენელ რამეს ნიშნავდა. მისივე განცხადებით, სწორედ ამიტომ არის წარმოუდგენელი ის, რაც 2025 წელს მოხდა და რაც ახლა ხდება.

„ეს ცერემონია მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების აღნიშვნა არ არის. ეს ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ იმის დადასტურებაა, რომ კონფლიქტის გვერდი დაიხურა. წინააღმდეგ შემთხვევაში აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის ან ჩემთვის აქ მოსვლას და ამ ჯილდოს მიღებას აზრი არ ექნებოდა. ეს ასევე საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის გამოვლინებაა, რადგან გადაწყვეტილება მიიღო ჟიურიმ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან უაღრესად პატივისაცემი წევრებისგან შედგებოდა“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აბუ დაბიში, „ზაიედის“ ადამიანური ძმობის 2026 წლის დაჯილდოების ცერემონიაზე.

ამასთან, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯილდო სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს გადაეცემათ, ის ორივე ქვეყნის მოსახლეობას ეკუთვნის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა