ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპის პირად თხოვნას ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერების შესახებ რუსეთმა ბალისტიკური რაკეტების რეკორდული რაოდენობით უპასუხა

04.02.2026 ნახვები: 343

რუსეთმა ტრამპის პირად თხოვნას ბალისტიკური რაკეტების რეკორდული რაოდენობით უპასუხა, ველოდებით აშშ-ის რეაქციას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ყოველდღიური მიმართვისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთმა მიზანმიმართულად უგულებელყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირადი თხოვნა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერების შესახებ და ახლა კიევი ვაშინგტონისგან პასუხს ელოდება.

„ეს აშშ-ის პრეზიდენტის პირადი თხოვნა იყო. ვხედავთ, რომ რუსეთმა ამ თხოვნას ბალისტიკური რაკეტების რეკორდული რაოდენობით უპასუხა. ოთხი დღეც არ გასულა იმ დღიდან, როდესაც მან ეს რუსეთს სთხოვა. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, მათ შორის იმაზე, რასაც რუსეთი გვპირდება ან, შეიძლება, დაგვპირდეს. თუ მათი სიტყვა ახლა არ შესრულდება, მაშინ რას უნდა ველოდოთ შემდეგ?“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსები ამ ომამდეც იტყუებოდნენ.

„და ახლა – თუნდაც ასეთ დეტალებში, ასეთ შეთანხმებებში ამერიკასთან – რუსეთი კვლავ გვატყუებს. ისინი მოსკოვში გამოუსწორებლები არიან. მათ სურთ სიცივით ისარგებლონ, რადგან თავიანთი თავდასხმებით ვერ დაგვიპყრობენ ჩვენ, უკრაინას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა