ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ვოლოდიმირ ზელენსკი - დნიპროში ავტობუსზე თავდასხმა აშკარა დანაშაულია, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება

02.02.2026 ნახვები: 327

არსებობს შეთანხმება, რომ მომავალ კვირას საამიროებში შესაბამის დონეზე სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. თებერვალი საკმაოდ ინტენსიური საგარეო პოლიტიკური აქტივობის პერიოდი იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, უკრაინა ელის, რომ ამერიკული მხარე დეესკალაციის ზომებთან დაკავშირებით აქტიური იქნება.

„ველით, რომ ამერიკული მხარეც ისეთივე აქტიური იქნება, განსაკუთრებით დეესკალაციის ზომების - დარტყმების შემცირების - კუთხით. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რას მიაღწევს აშშ, რათა ხალხი ენდოს როგორც პროცესს, ასევე შედეგებს”, - აცხადებს ზელენსკი.

უკრიანის პრეზიდენტი დნიპროში, რუსების მიერ ავტობუსზე დრონით განხორციელებულ თავდასხმასაც ეხმაურება, რომელსაც, ბოლო მონაცემებით, 16 ადამიანი ემსხვერპლა და აცხადებს, რომ ბოროტება უნდა შეჩერდეს.

“დნიპროს რეგიონში მაღაროელების გადამყვან ჩვეულებრივ ავტობუსზე რუსული დრონით თავდასხმა აშკარა დანაშაულია, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. ბოროტება უნდა შეჩერდეს“, - წერს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა