ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

აბას არაღჩი - დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან შეთანხმებას მივაღწევთ

02.02.2026 ნახვები: 309

დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-თან შეთანხმებას მივაღწევთ, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

არაღჩის თქმით, ირანმა დაკარგა ნდობა შეერთებული შტატების მიმართ, თუმცა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ პარტნიორი ქვეყნების მეშვეობით შეტყობინებების გაცვლა ხელს უწყობს „ნაყოფიერ“ მოლაპარაკებებს აშშ-თან.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოლაპარაკებები უნდა ეხებოდეს მხოლოდ ირანის ბირთვულ პროგრამას. სანაცვლოდ ირანი მოითხოვს აშშ-ის სანქციების მოხსნას და უფლებას, გააგრძელოს ურანის გამდიდრება მშვიდობიანი მიზნებისთვის.

„არ უნდა ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რომლებიც შეუთანხმებელია. არ დავკარგოთ შესაძლებლობა და მივაღწიოთ სამართლიან შეთანხმებას, რომელიც უზრუნველყოფს ბირთვული იარაღის არარსებობას. ეს, როგორც ვთქვი, შესაძლებელია, მოკლე დროშიც კი მივაღწიოთ“, – განაცხადა არაღჩიმ.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, თუ მოლაპარაკებები ჩაიშლება, ირანი მზად არის ომისთვის. აბას არაღჩის თქმით, ომი „კატასტროფა იქნება ყველასთვის“, ხოლო რეგიონში აშშ-ის ბაზები ირანის სამხედრო სამიზნე გახდება.

ირანში ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით საუბრისას არაღჩიმ „ტერორისტული ძალები“ დაადანაშაულა, რომლებიც გარედან იღებდნენ ბრძანებებს.

„არ არსებობდა გეგმა პროტესტის მონაწილეთა სიკვდილით დასჯის ან ჩამოხრჩობის შესახებ“, – აღნიშნა არაღჩიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა