ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ეუთო-ს 24-მა წევრმა ქვეყანამ საქართველოზე “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა და ექსპერტულ მისიას ქმნის

29.01.2026 ნახვები: 371

საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ეუთო-ს წევრი 24 ქვეყანა ექსპერტულ მისიას ქმნის.

შესაბამის განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კერძოდ, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 24-მა ქვეყანამ ეუთოს “მოსკოვის მექანიზმი” გააქტიურა, რათა საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესების გამო ექსპერტული მისია შეიქმნას.

ასევე, განცხადებაში ისინი მოუწოდებენ საქართველოს, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას.

“როგორც ეუთოს წევრმა ქვეყანამ, საქართველომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებები აიღო.

მან, ასევე, აღიარა, რომ ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემა საკვანძო ფაქტორია მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობისთვის, რაც საჭიროა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად”, - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის დეკემბერში ეუთოს 38-მა ქვეყანამ საქართველოსთან მიმართებაში “ვენის მექანიზმი” გაააქტიურა, რათა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე შეშფოთება გამოეხატათ და მეტი ინფორმაცია მოეთხოვათ, თუმცა, განცხადებაში აღინიშნება, რომ მას შემდეგ “საქართველოს მთავრობის მიერ ადამიანური მიმართულებით საერთო ვალდებულებებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ვალდებულებების დაცვის მხრივ მათი შეშფოთება მხოლოდ გაიზარდა”.

“ვადასტურებთ 2025 წლის განმავლობაში ჩვენს დელეგაციებთან საქართველოს ჩართულობას, კონსტრუქციული მიდგომის სულისკვეთებით ჩვენმა დელეგაციებმა დღეს ოდირის დირექტორს მისწერეს.

ხაზს ვუსვამთ 2024 წლის “ვენის მექანიზმში” დაყენებულ კითხვებზე საქართველოს პასუხს და საქართველოს მოვუწოდებთ, ითანამშრომლოს და ხელი შეუწყოს მისიის მუშაობას, “მოსკოვის დოკუმენტის” მე-6 პარაგრაფის შესაბამისად. ასეთი ჩართულობა კონსტრუქციული და ღია დიალოგისთვის კეთილი ნებისა და მზაობის დემონსტრირება იქნება”, - ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ მისიამ ობიექტური და მიუკერძოებელი ანგარიში და რეკომენდაციები უნდა მოგვცეს, დაადგინოს ფაქტები, მოგვცეს რეკომენდაციები და რჩევები.

"სხვა ყველაფერთან ერთად მისი მიზანი იქნება: საქართველოს ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების მხრივ ბოლო მოვლენების დოკუმენტირება; ამ მოვლენების ზეგავლენის შეფასება მათ შორის საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიის თავისუფლებაზე, კანონის უზენაესობასა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და დემოკრატიული საზოგადოების სხვა სტრუქტურულ კომპონენტებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს უსაფრთხოების ეუთოს ყოვლისმომცველ განმარტებას; მოგვცეს რეკომენდაციები თუ როგორი რეაგირება უნდა მოხდეს შემაშფოთებელ საკითხებზე”, - ნათქვამია დელეგაციების მიერ ეუთო-ს დირექტორისადმი გაგზავნის წერილში.

საქართველოსთან მიმართებაში ეუთო-ს “მოსკოვის მექანიზმი” გაააქტიურეს: დიდმა ბრიტანეთმა, ალბანეთმა, ავსტრიამ, ბელგიამ, ბოსია და ჰერცეგოვინამ, კანადამ, ჩეხეთმა, დანიამ, ესტონეთმა, ფინეთმა, გერმანიამ, ირლანდიამ, ისლანდიამ, ლატვიამ, ლიხტენშტაინმა, ლიეტუვამ, ლუქსემბურგმა, მოლდოვამ, მონტენეგრომ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, სლოვენიამ, უკრაინამ და შვედეთმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა