გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

ნახვები: 438 აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი თებერვალში აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ტრამპი აღნიშნავს, ვენსი სომხეთსა და აზერბაიჯანში სამშვიდობო ძალისხმევის გასაძლიერებლად გაემგზავრება.

„მინდა, მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ფაშინიანს გასული წლის აგვისტოში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შესრულებისთვის. ეს იყო საზიზღარი ომი, რვა ომიდან ერთ-ერთი, რომელიც მე დავასრულე, მაგრამ ახლა ჩვენ გვაქვს კეთილდღეობა და მშვიდობა. თებერვალში ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ორივე ქვეყანას ეწვევა, რათა გააძლიეროს ჩვენი სამშვიდობო ძალისხმევა და წინ წასწიოს „ტრამპის მარშრუტი“ საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესანიშნავ შეთანხმებას სომხეთთან, გარიგებებს ჩვენი დიდი ნახევარგამტარების მწარმოებლებისთვის და აზერბაიჯანში გაყიდვას აშშ-ში დამზადებული თავდაცვის აღჭურვილობის, როგორებიცაა ჯავშანჟილეტები, ნავები და სხვა“, – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, 2025 წლის აგვისტოში მიღწეულმა შეთანხმებამ სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ომი დაასრულა. შეთანხმებას „სომხეთის რესპუბლიკასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ“ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით მოაწერეს ხელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა