ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

მარკ რუტე - ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა

21.01.2026 ნახვები: 357

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და ზეგ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე საუბრისას განაცხადა.

„რისკი აქ არის ის, რომ თქვენ, რა თქმა უნდა, გრენლანდიაზე ამახვილებთ ყურადღებას, რადგან უნდა უზრუნველვყოთ, რომ ეს საკითხი მშვიდობიანი გზით მოგვარდეს. მაგრამ მთავარი საკითხი გრენლანდია არ არის. ახლა მთავარი საკითხი უკრაინაა“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, შეშფოთებულია იმით, რომ სხვა საკითხებზე ფოკუსირებით, შესაძლოა, უკრაინასთან დაკავშირებით შეცდომა დაუშვან.

„ცოტათი შემაშფოთებელია, რომ ამ სხვა საკითხებზე ფოკუსირების გამო, შესაძლოა, ბურთი დავკარგოთ“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, რუსები, დიდი დანაკარგების მიუხედავად, შეტევას აგრძელებენ.

„რუსული რაკეტები და დრონები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ესხმიან თავს. ვიცით, რომ კიევში ახლა -20 გრადუსია. ვიცით, რომ უკრაინას საკუთარი ელექტროენერგიის მხოლოდ 60%-ზე ზრუნვა შეუძლია. დიახ, მართალია, რომ რუსები დეკემბერში დღეში 1 000 ადამიანს კარგავდნენ - არა მძიმედ დაჭრილების, არამედ დაღუპულების სახით. ეს დეკემბრის თვეში 30 000-ზე მეტია. 1980-იან წლებში, ავღანეთში, საბჭოთა კავშირმა 10 წელიწადში 20 000 ადამიანი დაკარგა. ახლა ისინი თვეში 30 000-ს კარგავენ. მაგრამ ისინი მაინც აგრძელებენ შეტევას“, - აღნიშნა რუტემ.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას პარტნიორების მხარდაჭერა სჭირდება.

„თუ ვფიქრობთ, რომ იმ 90 მილიარდი ევროს გამო, რომლის შეკრებაც კომისიამ შეძლო, ან იმიტომ, რომ სამშვიდობო პროცესი სწორი მიმართულებით მიდის, შეგვიძლია დავივიწყოთ უკრაინის დაცვა - ეს ასე არ არის. მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და ზეგ“, - აღნიშნა რუტემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა