გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დელეგაციამ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართა, ახლა ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობა მიმდინარეობს

ნახვები: 394 ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინის დელეგაციამ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართა, ახლა ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობა მიმდინარეობს

უკრაინის დელეგაციამ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გამართა და ახლა ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე მუშაობა მიმდინარეობს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკულ მხარესთან მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაგრძელდება.

„მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი უკვე გაიმართა და მიმდინარეობს მუშაობა ომის დასასრულებლად საჭირო დოკუმენტებზე. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინულმა გუნდმა სრულად აცნობოს ამერიკულ მხარეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებისა და რუსეთის მიერ ჩვენს ენერგეტიკულ სისტემაზე მუდმივი დარტყმების შესახებ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსებს ომის დასრულება რომ სურდეთ, სარაკეტო დარტყმების ნაცვლად, ყურადღებას დიპლომატიაზე გაამახვილებდნენ. მისივე თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს.

„რუსებს რომ ომის დასრულება ნამდვილად და სერიოზულად სურდეთ, ისინი დიპლომატიაზე გაამახვილებდნენ ყურადღებას და არა სარაკეტო თავდასხმებზე, ელექტროენერგიის გათიშვასა და ჩვენი ატომური ელექტროსადგურებისთვის ზიანის მიყენების მცდელობაზე. ჩვენ გვაქვს მონაცემები იმ ობიექტების შესახებ, რომლებზეც რუსეთმა დარტყმებისთვის მოსამზადებლად დაზვერვა ჩაატარა. ყველაფერი ნათლად აჩვენებს, რომ დიპლომატია რუსეთისთვის პრიორიტეტი ნამდვილად არ არის. ეს უნდა იყოს აღიარებული. ზეწოლა უნდა გაგრძელდეს აგრესორზე და ამ ომის რეალურ მიზეზზე – მიზეზი მოსკოვშია. ამ კვირაში ჩვენ სწორედ ასეთი ზეწოლის გასაძლიერებლად და რუსეთთან დაკავშირებით მკაფიო გლობალური პოზიციის უზრუნველსაყოფად ვიმუშავებთ“, – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და აღნიშნავს, რომ რუსეთის დარტყმების შემდეგ აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა