ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

კირ სტარმერი - არასწორია ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ

18.01.2026 ნახვები: 367

ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან ნატო-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხს აშშ-ის ადმინისტრაციასთან განიხილავენ.

„გრენლანდიის საკითხზე ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა, ის არის დანიის სამეფოს ნაწილი და მისი მომავალი გრენლანდიელებისა და დანიელების საქმეა. ჩვენ ასევე მკაფიოდ დავაფიქსირეთ, რომ არქტიკის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია მთელი ნატო-სთვის და მოკავშირეებმა მეტი უნდა გააკეთონ ერთად, რათა უპასუხონ რუსეთის საფრთხეს არქტიკის სხვადასხვა ნაწილში. ტარიფების დაწესება მოკავშირეების წინააღმდეგ, რომლებიც ერთობლივად მიისწრაფვიან ნატო-ს ქვეყნების კოლექტიური უსაფრთხოებისკენ, სრულიად არასწორია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას პირდაპირ განვიხილავთ აშშ-ის ადმინისტრაციასთან“, – აღნიშნა სტარმერმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს. ბრძანება ძალაში 2026 წლის პირველი თებერვლიდან შევა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა