ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

მარკო რუბიო და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ღაზის სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრებად დასახელდნენ

17.01.2026 ნახვები: 412

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი ღაზის სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ დამფუძნებელ წევრებად დაასახელა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, „დამფუძნებელი აღმასრულებელი საბჭოს“ შემადგენლობაში ასევე შევლენ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი და პრეზიდენტის სიძე ჯარედ კუშნერი.

საბჭოს თავმჯდომარის როლს თავად დონალდ ტრამპი შეასრულებს.

ეს ორგანო ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში შეიქმნება, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დასრულებას ისახავს მიზნად.

როგორც მედია წერს, საბჭო დროებით უხელმძღვანელებს ღაზის მართვას და კოორდინაციას გაუწევს მის აღდგენას.

დამფუძნებელ აღმასრულებელ საბჭოში ასევე შედიან: კერძო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი მარკ როუენი, მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი აჯაი ბანგა და აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რობერტ გეიბრიელი.

თეთრი სახლის განცხადებით, თითოეულ წევრს დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ მიმართულებაზე, რომელიც „კრიტიკულად მნიშვნელოვანია ღაზის სტაბილიზაციისა და მისი გრძელვადიანი წარმატებისთვის“.

თეთრი სახლის ცნობით, საბჭოს სხვა წევრების ვინაობა უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა