Reuters - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო
ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი არის ვამპირი, მიდის და კბენს - ვამპირს ეშინია დღის სინათლის, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს
კაია კალასი - აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს - მათ ევროკავშირი არ მოსწონთ
შსს - კახეთში მამაკაცს თანხის გამოძალვის მიზნით პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
Reuters - ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ერაყულმა დაჯგუფებამ აიღო
ეუთო-ს 24 წევრი ქვეყანა ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, სრულად შეასრულოს „მოსკოვის მექანიზმის“ რეკომენდაციები
თენგიზ აბლოთია: ქოციზმის ნათელი გამოვლინება - ყველაფერი უნდა გაკონტროლდეს
ნიკოლ ფაშინიანი - ევროპარლამენტში ჩემი წუხილი გამოვთქვი - ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა

ბაჩო ახალაია - სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება

17.01.2026 ნახვები: 362

„ვარდების რევოლუცია“ იყო მოვლენა, რომელმაც არშემდგარი სახელმწიფოსგან ჩამოაყალიბა ნამდვილი, თანამედროვე სახელმწიფოს კონტურების მქონე საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია საუბრობს ვიდეოში, რომელსაც მისი მეუღლე ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს და აზუსტებს, რომ დაკავებამდე ორი დღით ადრეა ჩაწერილი.

ბაჩო ახალაიას თქმით, „ვარდების რევოლუციის“ დროს უამრავი მიმართულებით მოხდა გარღვევა.

„სინამდვილეში, საქართველო იყო ბანდიტური წარმონაქმნი. ეს არ იყო სახელმწიფო. არ მუშაობდა არცერთი სახელმწიფო სტრუქტურა, პოლიცია, სასამართლო, საზღვარი, გადასახადები არ იკრიფებოდა. „ვარდების რევოლუცია“ იყო ყველაზე დიდი მონაპოვარი ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე დიდი შედეგებით, ყველაზე წარმატებული. ახლა კომისია გააკეთეს და ასამართლებენ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ „რეჟიმს“. დაუკვირდით, რამხელა უსინდისო ტყუილია და რამხელა უსინდისო ტყუილს ვატარებთ თანამედროვე ხალხი. ანუ, ამბობენ, რომ ჩვენი ისტორიის რაღაც ეტაპზე სააკაშვილის ხელისუფლება იყო როგორც ნაცისტური რეჟიმი, და უნდა გასამართლდნენ, სამუდამოდ აეკრძალოთ პოლიტიკური საქმიანობა, ყველა ციხეში უნდა ჩაჯდესო. ამას როცა ამბობენ, უნდა დაუფიქრდეთ, რომ ყველა ხელისუფლებას ჰყავს თავისი ლიდერი, როგორც სააკაშვილი ჩვენს ხელისუფლებას, ამათ – ივანიშვილი, მანამდე იყო შევარდნაძე, რაღაც მოკლე პერიოდით გამსახურდია, მანამდე ვინმე გუმბარიძე, პატიაშვილი, მჟავანაძე, ჩარკვიანი და ასე შემდეგ. რომელი ერთი შეიძლება მოიყვანო ახლოს სააკაშვილის ხელისუფლებასთან? თუ ზვიადის უკან ავიღებთ, რამდენად ბევრიც არ უნდა ემუშავათ, საოკუპაციო რეჟიმი იყო, რუსების დანიშნული ხელისუფლება. ოდესმე სადმე ასფალტი თუ დააგეს, არ ნიშნავს, რომ ისინი რომელიმე ყველაზე ცუდ ქართულ ხელისუფლებასაც სჯობნიან. დამპყრობლების მიერ დანიშნული კომუნისტები იყვნენ. რაც შეეხება შევარდნაძის პერიოდს, შევარდნაძეს, შეიძლება, ბევრად მეტი უნდოდა, მაგრამ რაც გამოუვიდა, იყო კატასტროფა, ბანდიტიზმი, წეწვა-გლეჯა, ეს არ იყო სახელმწიფო. დღეს კი ხედავთ, როგორ საზოგადოებასა და ქვეყანაში ვცხოვრობთ. ობიექტურად თუ  შეხედავს ვინმე, გარე დამკვირვებელმა თუ კეთილსინდისიერად შეხედა, აღმოაჩენს, რომ ხალხი, ვინც დღეს ჩვენს ხელისუფლებას რეჟიმს ეძახის, სინამდვილეში, ამას უწოდებს ხელისუფლებას, რომელიც ცალსახად ყველას სჯობს ბოლო 200 წლის მანძილზე. მანამდე დიდხანს ჯერ რუსების იმპერატორის, ცარის მიერ დანიშნული გუბერნატორები მართავდნენ ქვეყანას, შემდეგ კომუნისტების ხელისუფლება. მაინცდამაინც ვინმე თუ მეტყვის, არიქა, ნოე ჟორდანიას ხელისუფლება ჯობდაო, დიდი ბოდიში. აი, ასეთ ტყუილში გვაცხოვრებენ. ამიტომ, ცალსახად, კიდევ ერთხელ შემიძლია, პატიოსნად გითხრათ, რომ მიშა სააკაშვილის ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური, კეთილსინდისიერი, საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება, რაც კი შეიძლება, ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში“, – განაცხადა ბაჩო ახალაიამ.

როგორც ბაჩო ახალაიამ აღნიშნა, „ეამაყება, რომ „ნაცად“ აღიქვამს თავს“.

„ვისთვის როგორ, არ ვიცი, მაგრამ მე მეამაყება. დამაკნინებელი როგორ შეიძლება იყოს? ჩემთვის საამაყოა. არ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, საქართველოში ვინმეს „ქოცობა“ ეამაყებოდეს. საერთოდ, შეუძლებელია, რომელიმე პარტიის მხარდამჭერი ან რომელიმე ხელისუფლების მომხრე იყო და ავტომატურად ნიშნავდეს რაიმე სახით დამაკნინებლობას საზოგადოებაში. ეს თავისთავადი უბედურებაა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე დიქტატურის პირობებში, სადაც ადამიანების სხვა პოლიტიკური შეხედულება ავტომატურად ნიშნავს დამაკნინებელს. ეს არის დიქტატორული პროპაგანდის შედეგი, სადაც სერიოზული ძალით ახდენენ მოწინააღმდეგეების დეჰუმანიზაციას.

რაც შეეხება მინუსებს, ძალიან თავხედურად ვიტყვი, რომ მე არ ვიცი, რა მინუსებზეა ლაპარაკი. უნდა მობრძანდეს ნებისმიერი, ყველა კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც მინუსებს ეძებს, გადაიტანო ჩვენს ადგილზე, ჩვენს ეპოქაში და გაეკეთებინათ უკეთესად. ამაში უპირველესად ყოვლისა სცოდავენ ჩვენები. რაციონალური გონება ამბობს, „ნაცებიც“ ხომ ამბობენ, ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. ვინ ამბობს? ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ ამბობს. მე მაგას არ ვამბობ. მტკიცედ მჯერა, რომ სხვანაირად არსად არაფერი გამოვიდოდა. იმ გზას, რაც გამოვიარეთ, ვერ გამოვივლიდით, რომ ასეთი თავზე ხელაღებული, თავდადებული გზა არ გაგვევლო“, – აღნიშნა ბაჩო ახალაიამ.

25 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სუს-მა ბაჩო ახალაია დააკავა. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა