ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ჯინ შაჰინი - ვაშინგტონის რიტორიკა ძირს უთხრის ურთიერთობებს არა მხოლოდ დანიასა და გრენლანდიასთან, არამედ ნატო-ს წევრებთან და ევროპასთანაც

16.01.2026 ნახვები: 376

ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი დანიაში ჩავიდა და გრენლდანდიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პოლიტიკა გააკრიტიკა.

ამერიკელი სენატორის თქმით, ვაშინგტონის რიტორიკა არა მხოლოდ ძირს უთხრის ურთიერთობებს დანიასთან და გრენლანდიასთან, არამედ ნატო-ს სხვა ქვეყნებთან და ევროპასთანაც.

„ჩვენ თუ სერიოზულად განვიხილავთ რუსეთის გავლენის შეზღუდვას არქტიკასა და მის ფარგლებს გარეთ, ამის გაკეთების ყველაზე ეფექტური გზა უკრაინაში ვლადიმერ პუტინის დამარცხებაა. სწორედ ამიტომ აქვს გრენლანდიასთან დაკავშირებულ ამჟამინდელ დებატებს ასეთი მცირე აზრი. ისეთი სამყაროს იდეა, სადაც ჩვენ არ გვეყოლება ალიანსები, სადაც ჩვენ გავაუარესებთ საერთაშორისო მსოფლიო წესრიგს, უსაფრთხო არ არის. ის უსაფრთხო არ არის ამერიკელებისთვის. ის უსაფრთხო არ არის დანიელებისთვის.  ვინც ასეთი სამყაროდან სარგებლობს, არიან მოსკოვისა და პეკინის ავტოკრატები, მსოფლიოს სხვა ავტოკრატები“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა