ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

სალომე ზურაბიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და საქართველოს კრიზისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩეს

15.01.2026 ნახვები: 377

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო და საქართველოს კრიზისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში დარჩეს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა The Brussels Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „გრძნობა, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი და უნდა ჰქონდეს საკუთარი და ბუნებრივი ევროპული მომავალი, ხალხში ღრმად არის განმტკიცებული“.

„ისინი [მმართველი პარტია] აშკარად რუსეთის მითითებებს ასრულებენ ევროპასთან კავშირების გაწყვეტის შესახებ, რომ დაეწყოთ ეს ხისტი ანტიევროპული და ანტიდასავლური რიტორიკა, რომელიც ქართველებისთვის ბუნებრივი არ არის“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიოში მიმდინარე მრავალი გეოპოლიტიკური კრიზისის ფონზე რთულია იმის უზრუნველყოფა, რომ საქართველო ყურადღების ცენტრში დარჩეს.

ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის უმოქმედობა საქართველოში ევროპის მიმართ ხალხის დამოკიდებულებაზე „უარყოფით გავლენას ახდენს, რადგან მათ სანქციების შესახებ მოწოდებები ესმით და შემდეგ აღმოაჩენენ, რომ სინამდვილეში არაფერი გაკეთებულა“.

„აღმოჩენა იმისა, რომ მათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ, რათა ის ქვეყანა, რომელიც თითქმის ევროკავშირის კართან იყო, რუსეთის მიერ შთანთქმას გადაარჩინონ, ჩვენთვის შემაშფოთებელია, მაგრამ ეს ევროპისთვისაც შემაშფოთებელი უნდა იყოს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა