გიორგი დავითაძის ადვოკატი: გადაყლაპული საგანი კვლავ მის ორგანიზმშია და პროტესტის ნიშნად მის ამოღებაზე უარს ამბობს
ურსულა ფონ დერ ლაიენი: რუსეთი ტერორის მიზანმიმართულ სტრატეგიას ახორციელებს
ანრი კაგანსა და კენსო სოაის ქიმიის დარგში 2026 წლის ნობელის პრემია მიენიჭათ
ალეკო ელისაშვილი: გიორგი დავითაძის მიმართ მოპყრობას მთელი საპატიმრო აპროტესტებდა, ციხეში კვლავ დაძაბული ვითარებაა
მარტა კოსი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე: შეგვიძლია მხოლოდ იმდენის გაკეთება, რამდენიც წევრ სახელმწიფოებს სურთ
ელენე ხოშტარია: ლევან იოსელიანმა რუსთავის N6 დაწესებულებაში მორიგეობა უნდა დააწესოს, პატიმრები არც ერთი წუთით მარტო არ უნდა დარჩნენ
ენერგოდამოუკიდებლობის გადადებული შესაძლებლობა: რა გვექნებოდა აშენებული პროექტებით და რატომ გვჭირდება ახალი ელექტროსადგურები
მიხეილ სააკაშვილი: „გუშინაც მართლები ვიყავით და ახლაც მართლები ვართ“ - პინოჩეტად არც მაშინ გამოვდექი და არც ახლა ვაპირებ ამ გზაზე დადგომას

პაატა ბურჭულაძე - როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით ემუქრებოდით, ვერც ევა შაშიაშვილისგან

ნახვები: 398 პაატა ბურჭულაძე - როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით ემუქრებოდით, ვერც ევა შაშიაშვილისგან

მოდი, გავერკვეთ ვითარებაში, რას იძიებთ თქვენ, იმას თუ რა მოხდა 4 ოქტომბერს, თუ იმას ვინ დააზიანა ღობე... როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით ემუქრებოდით, ვერც ევა შაშიაშვილისგან, - ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა პაატა ბურჭულაძემ განაცხადა. აღნიშნულით მან მოსამართლის კითხვას უპასუხა, ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ.

„ძალიან მესიამოვნა, რომ მე მისმენთ და მელაპარაკებით.... გადაწყვიტოთ, ვარ თუ არა დამნაშავე.

მოდი, გავერკვეთ ვითარებაში, რას იძიებთ თქვენ, იმას თუ რა მოხდა 4 ოქტომბერს, თუ იმას ვინ დააზიანა ღობე. ეს დაკავება მხოლოდ ერთ ფაქტს ემსახურება, სახალხო კრების, როგორც წარმატებულის გადაფარვას და მის ძალადობად შეფასებას.

4 ოქტომბერი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღე, ამით ვამაყობ და ამის გამო მასამართლებთ? სამ პუნქტში მდებთ ბრალს, დამხობა, ძალადობა და ძალადობისკენ მოწოდება და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდება. ძალადობისკენ მოწოდება - მანახეთ ერთი ვიდეო, სადაც ძალადობისკენ მოვუწოდებ, თუ ვერ მანახებთ, ეს მუხლი მოხსნილია. მეორე დამხობაა, სულ ვამბობდი მშვიდობიან დამხობას, დამხობაა რაც ირანში ხდება, მშვიდობიანი დამხობაა, რაც რუსთაველზე მოხდა. 4 ოქტომბერს არჩევნები კი არა მათი გადარჩევა და დამხობა მოხდა. თუ დამეთანხმებით, რომ მართალს ვამბობ, ეს მუხლიც მოხსნილია. რაც შეეხება სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდებას, 100 000 ადამიანს ამ შენობის აღება რომ ნდომებოდა, ვერ ავიღებდით? ეს მუხლიც მოიხსნა. ყურადღება ღობეზე გადააქვთ, რომელიც წინასწარ გადაჭრილი დაგვხვდა, 60-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანი დააკავეს, სინდისის და ეს პატიმრები დასაკავებელი კი არა, ხელის გულზეა სატარებელი. თუ მაინც და მაინც ღობე გაინტერესებთ, პრემიერ-მინისტრი დაიბარეთ, რომელმაც თქვა, „მათ იქ ჩვენ სიურპრიზი დავახვედრეთო“.

ბედნიერი ვარ, რომ 4 ოქტომბრის ისტორიული სახალხო კრების დამფუძნებელი ვარ, მე ვარ და დაანებეთ ამათ თავი.

როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით ემუქრებოდით, ვერც ევა შაშიაშვილისგან",- განაცხადა ბურჭულაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა