ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

დონალდ ტრამპი ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ბიზნესურთიერთობებში არიან, აშშ-სთან ვაჭრობისას 25%-იანი ტარიფს უწესებს

13.01.2026 ნახვები: 341

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განაცხადებით, ნებისმიერი ირანთან ბიზნესურთიერთობაში მყოფ ქვეყანას, აშშ-სთან ვაჭრობისას 25%-იანი ტარიფი დაუწესდება. ვაშინგტონი ამ ნაბიჯით ირანში შექმნილ ვითარებას პასუხობს, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო პროტესტი მიმდინარეობს.

როგორც ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, "განკარგულება საბოლოო და შეუცვლელია". ამასთან ტარიფები „დაუყოვნებლივ ამოქმედდა“. თუმცა რომელ ქვეყნებს შეეხება ტარიფები ან რა იგულისხმება „ირანთან ბიზნესის წარმოებაში“ აშშ-ის პრეზიდენტი არ აკონკრეტებს.

„ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან ბიზნესს აწარმოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმოებულ ნებისმიერ და ყველა ბიზნეს ოპერაციაზე 25%-იან ტარიფს გადაიხდის“, — დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

Reuters-ი წერს, რომ თეთრი სახლის ვებგვერდზე აღნიშნული პოლიტიკის შესახებ ოფიციალური დოკუმენტაცია არ გამოქვეყნებულა. ასევე არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იმ სამართლებრივი ბერკეტების შესახებ, რომლებსაც ტრამპი ტარიფების დასაწესებლად გამოიყენებდა, ან გავრცელდებოდა თუ არა ეს ზომები ირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე. თეთრ სახლს გამოცემის კომენტარის მოთხოვნაზე პასუხი არ გაუცია. Reuters-ის მასალაში აღნიშნულია, რომ ირანინავთობის მწარმოებელ ქვეყანათა ორგანიზაციის (OPEC) წევრი, წლებია ვაშინგტონის მკაცრი სანქციების ქვეშ იმყოფება. ის საკუთარი ნავთობის დიდ ნაწილს ჩინეთში ყიდის, ხოლო მის სხვა ძირითად სავაჭრო პარტნიორებს შორის არიან თურქეთი, ერაყი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ინდოეთი.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ ტრამპის მიდგომა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ჩინეთი მიიღებს „ყველა საჭირო ზომას“ საკუთარი ინტერესების დასაცავად და ეწინააღმდეგება „ნებისმიერ უკანონო ცალმხრივ სანქციასა და ექსტრატერიტორიულ იურისდიქციას“ (ე.წ. „გრძელი მკლავის“ იურისდიქციას).

„ჩინეთის პოზიცია ტარიფების განურჩეველი დაწესების წინააღმდეგ თანმიმდევრული და ნათელია. სატარიფო და სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, ხოლო იძულება და ზეწოლა პრობლემებს ვერ აგვარებს“, — განაცხადა ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელმა პლატფორმა X-ზე.

იაპონიამ და სამხრეთ კორეამ, რომლებმაც გასულ წელს აშშ-სთან სავაჭრო შეთანხმებები გააფორმეს, განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.

„ჩვენ... ვგეგმავთ მივიღოთ ნებისმიერი საჭირო ზომა, როგორც კი აშშ-ის მთავრობის კონკრეტული ქმედებები გახდება ცნობილი“, — ნათქვამია სამხრეთ კორეის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში.

იაპონიის მინისტრთა კაბინეტის მდივნის მოადგილემ, მასანაო ოძაკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტოკიო „საგულდაგულოდ შეისწავლის ნებისმიერი ღონისძიების კონკრეტულ შინაარსს მათი გამოკვეთისთანავე, ასევე მათ პოტენციურ გავლენას იაპონიაზე და შესაბამის რეაგირებას მოახდენს“.

ცნობისთვის, ირანში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო დემონსტრაციები იმართება, რომლებიც თავდაპირველად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო უკმაყოფილებით დაიწყო, შემდეგ კი სასულიერო მმართველობის დამხობის მოთხოვნებში გადაიზარდა. აშშ-ში ბაზირებული უფლებადამცველი ორგანიზაციის, HRANA-ს ინფორმაციით, 28 დეკემბერს პროტესტის დაწყებიდან დღემდე დადასტურებულია 599 ადამიანის გარდაცვალება, რომელთაგან 510 მომიტინგეა, ხოლო 89 — უსაფრთხოების ძალების თანამშრომელი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა