ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ირანში ახალგაზრდებს თავებსა და გულებში აქვთ ნასროლი - მორგში ადგილი არ იყო, ცხედრები ერთმანეთზე დააწყვეს

11.01.2026 ნახვები: 372

ირანში მიმდინარე მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ფონზე საავადმყოფოები გადატვირთულია გარდაცვლილი და დაშავებული პაციენტებით, -ამის შესახებ სამი საავადმყოფოს თანამშრომლებმა BBC-ს განუცხადეს.

თეირანის ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდებს პირდაპირ დამიზნებით თავებსა და გულებში აქვთ ნასროლი.

მისი ინფორმაციით, პაციენტების რაოდენობა იმდენად ბევრი იყო, რომ ექიმებს გულ-ფილტვის რეანიმაციის პროცედურისთვის (პროცედურა, რომელიც უტარდება გულგაჩერებულ ადამიანს) დრო აღარ რჩებოდათ.

„ახალგაზრდებს თავში და გულში პირდაპირი დამიზნებით აქვთ ნასროლი. ბევრმა მათგანმა საავადმყოფომდეც კი ვერ მიაღწია და მანამდე გარდაიცვალა. რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ მორგში საკმარისი ადგილი არ იყო, ცხედრები ერთმანეთზე დააწყვეს. მორგის შევსების შემდეგ, ისინი ერთმანეთზე დააწყვეს სალოცავ ოთახში. „ბევრ მათგანს ვერ ვუყურებდი, ისინი 20-25 წლის იყვნენ“,- აღნიშნა მედიკოსმა.

ექიმმა, რომელმაც პარასკევს საღამოს BBC-ს Starlink-ის სატელიტური კავშირით დაუკავშირდა, განაცხადა, რომ თეირანის მთავარი ოფთალმოლოგიური ცენტრი, ფარაბის საავადმყოფო, კრიზისულ რეჟიმში მუშაობაზე გადავიდა, რადგან სასწრაფო დახმარების სამსახურები გადატვირთულია.

მისი თქმით, არასასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და ოპერაციები შეჩერებულია, ხოლო სასწრაფო შემთხვევების მოსაგვარებლად პერსონალი გამოიძახეს.

„დაშავებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ძალიან მაღალი იყო. მე ვნახე ერთი ადამიანი, რომელსაც თვალში ესროლეს და ტყვია თავის უკანა მხრიდან ჰქონდა გამოსული“, - განუცხადა თეირანის სამედიცინო ცენტრის ექიმმა BBC-ს.

ირანის ქალაქ ქაშანიდან კიდევ ერთმა ექიმმა BBC-ს განუცხადა, რომ დაშავებულ მომიტინგეებს ჭრილობები თვალებში ჰქონდათ მიყენებული და რომ მისი კოლეგები ქალაქის საავადმყოფოებში იტყობინებიან, რომ პარასკევს ღამით მომხდარი არეულობის დროს ბევრი დაჭრილი მიიღეს.

BBC-ის სპარსული სამსახურის ინფორმაციით, პარასკევს ღამით ქალაქ რაშტის პურსინას საავადმყოფოში 70 ცხედარი მიასვენეს. იქაური მორგი სავსე იყო, ამიტომ ცხედრები იქ ვერ დატოვეს. საავადმყოფოს წყაროს ცნობით, ხელისუფლებამ გარდაცვლილთა ნათესავებს 7 მილიარდი რიალი (7 000 აშშ დოლარი) სთხოვა იმისთვის, რომ ცხედრები დასაკრძალად გადაეცათ.

ირანის დედაქალაქ თეირანში ადგილობრივი ვალუტის გაუფასურების გამო საპროტესტო აქციები ორი კვირის წინ დაიწყო და მომდევნო დღეებში ქვეყნის ყველა პროვინციის 100-ზე მეტ ქალაქსა და დაბაში გავრცელდა. მედიის ინფორმაციით, დაღუპული და დაშავებულია ასობით მომიტინგე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა