ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

პაატა მანჯგალაძე - ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ სადმე რამე დავგეგმე

08.01.2026 ნახვები: 353

რაიმე შეხვედრა, სადაც ამ ხალხის მონაწილეობით რამე დაიგეგმა, არ ყოფილა, ეს არის აბსურდი, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებითაა დაკავებული, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

აღნიშნული მან მას შემდეგ თქვა, რაც სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ ვიდეომტკიცებულებები წარადგინა. უფრო კონკრეტულად კი, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ ბრალდების მხარეს ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში გასული მისი განცხადება აქვს წარმოდგენილი.

„დაკითხულიც კი არ ვარ, ამ თემასთან დაკავშირებით, არავის უკითხავს, მინდა გამოძიებამაც იცოდეს, რომ ეს ვიდეო არ ნიშნავს, რომ წინასწარი განზრახვით შევიკრიბეთ, დავგეგმეთ. ეს ვიდეო 4-შია ჩაწერილი, ჟურნალისტებმა მთხოვეს კომენტარის გაკეთება, კონკრეტულ მონაკვეთში რომ არ მოვხვედრილიყავი იქ, ეს ვიდეო არ იქნებოდა...

წინასწარ შეთანხმებული ხომ უნდა ვყოფილიყავით? ასეთი რამ არ მომხდარა, ეს იყო პერფორმანსი ჩემთვის, თავიდან ვიდეოს ნაცვლად საუბარი იყო ფოტოს გადაღებაზე, ეს ვიდეო არაფერია, მეტ ინფორმაციას მოგცემთ გამოძიებას. ირაკლი ნადირაძემ გამახსენა, მითქვამს, ეს პერფორმანსი არაა უწყინარი, შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ-თქო. პროკურატურამ, როცა კომენტარებს ვაკეთებდი მხოლოდ იმ დღის მტკიცებულებები კი არ უნდა მოიტანოს, რომელიც ჩემს წინააღმდეგაა, ისეთიც უნდა მოიტანოს, სადაც ვამბობ, რომ ამ აქციის ორგანიზატორი არ ვარ. უფრო მეტსაც გეტყვით, იმ დღეს უამრავ ადამიანთან ჩავწერე ვიდეო და გადავიღე ფოტო. არანაირ დამხობაზე არაა საუბარი, [ასეთ შემთხვევაში] ადამიანი 14 წლის ბავშვით ერთად არ წავა აქციაზე. რაიმე შეხვედრა, სადაც ამ ხალხის მონაწილეობით რამე დაიგეგმა, არ ყოფილა, ეს არის აბსურდი",- განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, მანჯგალაძის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ რამე ფორმით ჩართული იყო ხელისუფლების ძალადობით შეცვლაში".

„ეს ვიდეო პირიქით არგუმენტად გამოდგება. მე პოლიტიკოსი ვარ, მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ ქართველ ხალხთან უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იქ ვინმეს ცეცხლის კალოს მოწყობა უნდოდა. ადამიანი, პოლიტიკოსი ხალხთან ერთად უნდა იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ რამე დაგეგმა. ვერც ერთ მტკიცებულებას ვერ მოიტანენ, რომ სადმე რამე დავგეგმე. ამ ვიდეოში ამოჭრილია, ვამბობ, რომ ორგანიზატორი არ ვარ, ბოლომდე ვაჩვენოთ. ბუნებაში არ არსებობს პირდაპირი და ირიბი მტკიცებულება, რომ რამე ფორმით ჩართული ვიყავი ვინმესთან ან მარტო, ხელისუფლების ძალადობით შეცვლაში",- განაცხადა მანჯგალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა