ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ევროპის სახელმწიფოების ლიდერებმა გრენლანდიის საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს

06.01.2026 ნახვები: 368

გრენლანდიასთან ერთად დანიის სამეფო ნატო-ს ნაწილია, - ამის შესახებ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთის, დიდი ბრიტანეთისა და დანიის ლიდერების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„არქტიკის უსაფრთხოება ევროპისთვის მთავარ პრიორიტეტად რჩება და საერთაშორისო და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს. ნატო-მ მკაფიოდ განაცხადა, რომ არქტიკის რეგიონს პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს და ევროპელი მოკავშირეები უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ. არქტიკის უსაფრთხოების შენარჩუნებისა და მოწინააღმდეგეების შეკავების მიზნით ჩვენ და ბევრმა სხვა მოკავშირემ აქტივობა და ინვესტიციები გავზარდეთ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერების განცხადებით, არქტიკაში უსაფრთხოება გაერო-ს ქარტიის პრინციპების, მათ შორის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ხელშეუხებლობის დაცვით, კოლექტიურად, ნატო-ს მოკავშირეებთან, მათ შორის აშშ-თან ერთად უნდა იყოს მიღწეული.

„ეს უნივერსალური პრინციპებია და ჩვენ მათ დაცვას არ შევწყვეტთ. აღნიშნულ საკითხში აშშ, როგორც ნატო-ს მოკავშირე და 1951 წელს დანიის სამეფოსა და აშშ-ს შორის დადებული თავდაცვითი შეთანხმების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი პარტნიორია. გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. დანიისა და გრენლანდიის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ დანიისა და გრენლანდიის უფლებას წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა