ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

დონალდ ტრამპი - ვენესუელის მართვაზე პასუხისმგებელი მე ვიქნები

06.01.2026 ნახვები: 367

ვენესუელაში ახალი არჩევნები მომდევნო 30 დღის განმავლობაში არ ჩატარდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ქვეყანაში ჯერ სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ. ახლა არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ხალხი ხმის მიცემასაც ვერ შეძლებს, ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის გამოჯანმრთელება“, – განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, სუბსიდირება გაუწიოს ნავთობკომპანიების ძალისხმევას ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, პროექტს, რომელსაც, მისი თქმით, შესაძლოა, 18 თვეზე ნაკლები დასჭირდეს.

„უზარმაზარი თანხების დახარჯვა იქნება საჭირო და ამას ნავთობკომპანიები გააკეთებენ, შემდეგ კი ეს დანახარჯები ჩვენ მიერ ან შემოსავლების მეშვეობით აუნაზღაურდებათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ვენესუელასთან ომში არ იმყოფება.

„არა, ვენესუელას არ ვებრძვით. ჩვენ ომი გვაქვს მათთან, ვინც ნარკოტიკებს ყიდის. ჩვენ ომი გვაქვს მათთან, ვინც ნარკოდამოკიდებულებსა და ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტებს ჩვენს ქვეყანაში გზავნის“, – აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დელსი როდრიგესი აშშ-ის ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიკოლას მადუროს გადაყენებამდე მასთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ.

კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ვენესუელაში რომელიმე ოფიციალურ პირთან რაიმე შეთანხმება ნიკოლას მადუროს გადაყენების შესახებ, ტრამპმა უპასუხა, რომ ბევრ ადამიანს სურდა შეთანხმების დადება, თუმცა ეს მადუროს უახლოესი წრის დახმარების გარეშე მოხდა.

ამასთან, ტრამპმა მიანიშნა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, მეორე სამხედრო ინტერვენცია წამოიწყოს ვენესუელაში, თუ როდრიგესი ამერიკელ ოფიციალურ პირებთან თანამშრომლობას შეწყვეტს, თუმცა არ თვლის, რომ ეს საჭირო გახდება.

„ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში ტრამპმა აშშ-ის ოფიციალური პირების ჯგუფი დაასახელა, რომლებიც ვენესუელის მართვაში იქნებიან ჩართული, მათ შორის არიან სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სტივენ მილერი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.

ჟურნალისტის კითხვაზე, საბოლოოდ ვინ იქნება ვენესუელის მართვაზე პასუხისმგებელი, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას, ტრამპმა მოკლე პასუხი გასცა: „მე“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა