წალენჯიხის მუნიციპლიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ 31.12.2025 ნახვები: 411 Share წალენჯიხის მუნიციპლიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე ცოტნე შონიამ, მერის მოადგილეებმა ბესიკ ფარცვანიამ, გიორგი კვარაცხელიამ და საკრებულოს წევრებმა მუნიციპალიტეტში 24 საათიან რეჟმში მომუშავე უწყებებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ,,საქართველოს კლინიკების” წალენჯიხის კლინიკის, სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრის, წალენჯიხის და ქალაქ ჯვარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წალენჯიხის რაიონული და ქალაქ ჯვარის განყოფილების თანამშრომლებს, რომლებსაც 31 დეკემბერს ჩვეულ სამუშაო რეჟიმში უწევთ მორიგეობა, საახალწლო ნობათი გადასცეს და ახალი წელი მიულოცეს. მერმა თითოეულ მათგანს მადლობა გადაუხადა გაწეული სამსახურისთვის და ნაყოფიერი და წარმატებული წელი უსურვა.