ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ელენე ხოშტარია - რაც უფრო კარგ ემოციებს მიიღებთ ამ დღეებში, მე უფრო გავიხარებ

31.12.2025 ნახვები: 406

უზენაეს სასამართლოსთან, სადაც „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ელენე ხოშტარიას სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს, ელენე ხოშტარიას წერილი წაიკითხეს.

როგორც ელენე ხოშტარიას წერილშია ნათქვამი, ტვირთი, რომელსაც ბრძოლაში მყოფი ადამიანები ზიდავენ, ინდივიდუალურია და ერთმანეთთან არ დარდება.

„გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ერთი რამის გაზიარება მინდა.

პოლიტპატიმრები განებივრებულები ვართ ჩვენი გასაჭირის აღიარებით, სოლიდარობის გამოხატვით. სინამდვილეში, კი ტვირთი, რომელსაც ბრძოლაში ჩართული ხალხი ზიდავს, არანაკლებია, მეტი თუ არა. ტვირთები არ დარდება, ყველა ინდივიდუალურიად ზიდავს.

ამიტომ ამ ახალ წელს მე მინდა, გამოვხატო მადლიერება და სოლიდარობა თქვენ მიმართ: რუსთაველის მცველების, ადვოკატების, განსაკუთრებულად ჟურნალისტების მიმართ.

გარეთაც ვიყავი შარშან ახალ წელს და ახლა ციხეში ვარ. ნაცნობია ჩემთვის ყელში რომ გეჩხირება ლუკმა და ვერ ილხენ, მაგრამ ჩემი მხრივ მინდა, გითხრათ, რაც უფრო კარგ ემოციებს მიიღებთ ამ დღეებში, მე პირადად ნამდვილად უფრო გავიხარებ! გილოცავთ!",- ნათქვამია ელენე ხოშტარიას მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელიც აქციაზე წაიკითხეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა