ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ვოლოდიმირ ზელენსკი - დონალდ ტრამპი პირდაპირ უკრაინაში თუ ჩამოფრინდება, მაშინ დარწმუნებით შეგვიძლია, ცეცხლის შეწყვეტის იმედი გვქონდეს

30.12.2025 ნახვები: 397

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტი უკრაინაში სასარგებლო იქნებოდა.

ზელენსკიმ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომ „მზადაა, უკრაინაში ჩავიდეს და რადაში სიტყვით გამოვიდეს, თუ ეს ომის დასრულებას ხელს შეუწყობს“.

„მე ვფიქრობ, სასარგებლო იქნება, თუ პრეზიდენტი ტრამპი შეძლებს ჩამოსვლას. ის საუბრობს ომის დასრულების გეგმის მხარდაჭერაზე. მე მას ვუთხარი – გთხოვთ, სიხარულით ვიხილავთ მას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, სასურველი იქნებოდა, აშშ-ის პრეზიდენტი თვითმფრინავით ჩაფრინდეს არა პოლონეთში, არამედ უშუალოდ უკრაინაში.

„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი თუ ჩაფრინდება უკრაინაში, სასურველია, ის ჩაფრინდეს თვითმფრინავით არა პოლონეთში და შემდეგ მატარებლით იმგზავროს, არამედ ჩაფრინდეს უკრაინაში, მაშინ ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია, ცეცხლის შეწყვეტის იმედი გვქონდეს“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტისთვის უკრაინაში მზად არიან ნებისმიერ დროს, როცა თავად დონალდ ტრამპი იქნება ამისთვის მზად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა