ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ირაკლი კობახიძე - ინფრასტრუქტურაში ბევრი მიმართულებით იყო არასწორი პრაქტიკა, რაც მთლიანად შეიცვალა

30.12.2025 ნახვები: 373

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით ჩვენი შედეგები იქნება კიდევ უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე იყო წინა წლების განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სფეროში ბევრი მიმართულებით იყო ჩამოყალიბებული არასწორი პრაქტიკა, რაც თავიდან ბოლომდე გადაისინჯა, შეიცვალა და გაიხსნა სისტემა კეთილსინდისიერი კომპანიებისთვის.

„ბუნებრივია, ეს გადადგმული ნაბიჯები უზრუნველყოფს შესრულებული პროექტების ხარისხის გაუმჯობესებას და ასევე ხარჯეფექტიანობის გაუმჯობესებას. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი შედეგები იქნება კიდევ უფრო შთამბეჭდავი, ვიდრე იყო წინა წლების განმავლობაში. ძალიან კონკრეტული გეგმა აქვს დასახული ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეს ეხება გზების მშენებლობას, ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას, წყალმომარაგებას, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ყველა მიმართულებით მაქსიმალური ხარისხით და მაქსიმალური ხარჯეფექტიანობით უნდა განხორციელდეს ყველა პროექტი. ის სამუშაოები, რომელიც შესრულდა ამ მიმართულებით მიმდინარე წლის განმავლობაში, ქმნის საუკეთესო საფუძველს ამისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა