წალენჯიხის მუნიციპალიტეტში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფრხრელად სამუშაოები მიმდინარეობს 30.12.2025 ნახვები: 384 Share შედეგად გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახურები 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ელექტრო ენერგიის გარეშე დარჩენილ სოფელებში, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” ტექნიკური ჯგუფი ელექტროსისტემის აღდგენით სამუშაოებზე მუშაობს. ქალაქის ცენტრალური გზები და სოფლებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილია, მუშაობს სპეციალიზებული ტექნიკა. ამჟამად, შიდა საუბნო გზების გაწმენდითი სამუშაოები ხორციელდება. სტიქიასთან დაკავშირებით შექმნილია შესაბამისი სამსახურებით დაკომპლექტებული შტაბი და მოქმედებს ცხელი ხაზი: 599 64 70 50