ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, კობა გაბუნიას ადვოკატი - ბრალდებამ მიიჩნია, რომ აღარაა საჭირო პატიმრობაში იყოს და აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა

30.12.2025 ნახვები: 360

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის, დაკავებულ კობა გაბუნიას ადვოკატის, გოჩა კვირიკაშვილის განცხადებით, პროკურატურამ მიიჩნია, რომ გაბუნიას პატიმრობაში ყოფნის საფუძველი აღარ არსებობდა.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კვირიკაშვილმა განუცხადა.

კითხვაზე, მისცა თუ არა ვინმეს წინააღმდეგ გაბუნიამ ჩვენება და გახდა თუ არა ეს მისი პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი, ადვოკატი უარყოფით პასუხს სცემს.

„რას ქვია საფუძველი? მიიჩნია ბრალდებამ, რომ აღარაა საჭირო პატიმრობაში იყოს და შეეცვალა. არავის წინააღმდეგ არ მიუცია ჩვენება“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დაკავებული კობა გაბუნია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია თბილისის საქალაქო სასამართლომ ნახევარ მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ცნობისთვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 30 ოქტომბერს დააკავა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა