წალენჯიხაში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო 27.12.2025 ნახვები: 332 Share წალენჯიხაში დღეს ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ადგილობრივებს სიტყვით მიმართა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. საახალწლო კონცერტი კულტურის სამინისტროსა და სსიპ ,,შემოქმედებითი საქართველოს” მხარდაჭერით, გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: ანსამბლმა ,,ჩვენი კვარტეტი", მარიამ შენგელიამ და ჯგუფმა MIX2RA-მ, სოფო პაპუაშვილმა კვარტეტმა "ოთხი", დუეტმა "ჯორჯიამ". ღონისისების წამყვანები პაატა გულიაშვილი და ნიკა არაბიძე იყვნენ. საახალწლო ღონისძიებები ასევე მოიცავდა საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და სხვა მუსიკალურ ნომრებს. ღონისძიებების პატარა სტუმრები თოვლის ბაბუამ დაასაჩუქრა. ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.