ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია
War update: 271 clashes on front lines, mostly in Pokrovsk and Sloviansk sectors
ADF neutralizes 139 drones launched by Russia in overnight attack on Ukraine
Russia loses another 1,260 troops, 61 artillery systems in war against Ukraine over past day
Defense Forces hit 15 bridges and nine Russian air defense objects in June using middle strike systems
Budanov on strikes against targets in Crimea: Russia's logistics must be cut off
ბუდანოვი: ჩვენი მთავარი ამოცანაა ყირიმზე გამავალი რუსული სამხედრო ლოგისტიკის სრულად გადაკეტვა
Zelensky on Crimea operation: We cut off logistics, take control of peninsula's fuel and energy infrastructure

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრით კმაყოფილია

29.12.2025 ნახვები: 337

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თითქმის 3-საათიანი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას „შესანიშნავი“ უწოდა.

„შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ განვიხილეთ“, - აღნიშნა ტრამპმა ზელენსკისთან მარ-ა-ლაგოში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ახლა უფრო ახლოს არიან შეთანხმებასთან.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ბევრად უფრო ვუახლოვდებით, შესაძლოა ძალიანაც“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა: „ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ ამ ომის დასრულების საკითხში“.

ასევე ტრამპი აცხადებს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებში „ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი“ რჩება.

მან უარი თქვა შეთანხმებული პირობების პროცენტული მაჩვენებლის დასახელებაზე, მაგრამ აღნიშნა, რომ ის შეიძლება 95%-ს მიუახლოვდეს.

ტრამპის თქმით, დონბასის რეგიონის ბედი, კვლავ გადაუჭრელ საკითხად რჩება.

„ჩვენ ვუახლოვდებით ამ საკითხზე შეთანხმებას. და ეს დიდი საკითხია“. რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი დიდი საკითხია და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უფრო ახლოს ვართ“, - განაცხადა მან.

ტრამპმა, სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმართ ნდობის გამოხატვისას, ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკებები კვლავ ძალიან რთულია და უარი თქვა მათი გადაწყვეტის ზუსტი ვადების დასახელებაზე.

„ვფიქრობ, რამდენიმე კვირაში გავიგებთ - ასე თუ ისე“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა